ბევრჯერ პირდაპირ უკითხავთ – თქვენ უნდა გამიკეთოთ ოპერაცია?!.. ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა საქ­მი­ა­ნო­ბა” – 32 წლის მედიცინის დოქტორის გზა სენაკიდან მსოფლიოს წამყვან კლინიკებამდე

ოფ­თალ­მო­ლო­გი­ა­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი პა­თო­ლო­გია სა­წყის ეტაპ­ზე უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს. პა­ცი­ენ­ტი მათ მხო­ლოდ მა­შინ ამ­ჩნევს, რო­დე­საც მხედ­ვე­ლო­ბა უკვე შე­უქ­ცე­ვა­და­დაა და­კარ­გუ­ლი. მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, თირკმლის პა­თო­ლო­გი­ე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად სა­ჭი­რო­ებს სის­ტე­მა­ტურ ოფ­თალ­მო­ლო­გი­ურ კონ­სულ­ტა­ცი­ას… 40 წლის ზე­ვით კი წე­ლი­წად­ში ერთხელ მა­ინც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ოფ­თალ­მო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი… მხედ­ვე­ლო­ბის პროგ­რე­სი­რე­ბა­დი დაქ­ვე­ი­თე­ბა, გა­ო­რე­ბა, თვა­ლე­ბის ტკი­ვი­ლი და მო­ჭე­რის შეგ­რძნე­ბა, ნა­თე­ბე­ბი და შავი წერ­ტი­ლე­ბი თვა­ლე­ბის წინ, მხედ­ვე­ლო­ბის გარ­და­მა­ვა­ლი და­ბინ­დვა – ის სიმპტო­მე­ბია, რომ­ლის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ოფ­თალ­მო­ლოგ­თან ვი­ზი­ტი,“ – აღ­ნიშ­ნავს 32 წლის ანა დვა­ლიშ­ვი­ლი, ოფ­თლა­მო-ქი­რურ­გი, ინ­გო­როყ­ვას სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის ოფ­თალ­მო­ლო­გი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ახალ­გაზ­რდა ხელ­მძღვა­ნე­ლი.

რო­გორც ანა დვა­ლიშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის პა­რა­ლე­ლუ­რად, აქ­ტუ­ა­ლურ სა­კი­თხად რჩე­ბა ჯან­მრთე­ლი თვა­ლე­ბის მოვ­ლა და მხედ­ვე­ლო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. სტრე­სი, არას­წო­რი კვე­ბა, სპე­ცი­ფი­კუ­რი სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი, დი­ა­ბე­ტი და სხვა ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ხში­რად თვა­ლის სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზე­ზი ხდე­ბა. ინ­ტერ­ნე­ტი და კომ­პი­უ­ტე­რი 21-ე სა­უ­კუ­ნის ადა­მი­ა­ნის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. ამას­თან, იხ­ვე­წე­ბა მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი და თვა­ლის სხვა­დას­ხვა პა­თო­ლო­გი­ის დი­აგ­ნოს­ტი­კის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. თვა­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის და­ნერგვა­ზე ახალ­გაზ­რდა სპე­ცი­ა­ლის­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ მისი კლი­ნი­კის ექი­მე­ბი.

ამ­ჟა­მად ანა დვა­ლიშ­ვი­ლი ჰარ­ვარ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­ზა­ზე მა­სა­ჩუ­სეტ­სის თვა­ლის კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც გლა­უ­კო­მი­სა და ბა­დუ­რას ქი­რურ­გი­ის მკურ­ნა­ლო­ბის ახალ მე­თო­დებს ეც­ნო­ბა. ატა­რებს ყვე­ლა სირ­თუ­ლის ქი­რურ­გი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას თვალ­ზე.

სე­ნაკ­ში და­ვი­ბა­დე და სკო­ლა სე­ნაკ­ში და­ვამ­თავ­რე. ბე­ბია და ბა­ბუა მას­წავ­ლებ­ლე­ბი იყ­ვნენ. დედა ექი­მია, ამი­ტომ ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და შე­ხე­ბა პა­ცი­ენ­ტებ­თან, მაგ­რამ ოფ­თალ­მო­ლო­გო­ბა­ზე თა­ვი­დან არ მი­ფიქ­რია. ეს სტუ­დენ­ტო­ბის ბოლო წლებ­ში მოხ­და… სა­მე­დი­ცი­ნოს სტუ­დენ­ტის­თვის, შემ­დგო­მი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა საკ­მა­ოდ რთუ­ლი სა­კი­თხია და ხში­რად ძნე­ლია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. გა­მი­მარ­თლა, ჩემი პრო­ფე­სია ყო­ველ­დღი­უ­რად უფრო და უფრო მიყ­ვარ­დე­ბა, რაც ნა­წი­ლობ­რივ ალ­ბათ ჩემი მას­წავ­ლებ­ლე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

28b33365-0040-40de-b404-43f4017d9011-35761-1723895877.jpeg

– სწავ­ლა თა­ვი­დან თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ი­წყეთ?

დიახ, 2009 წელს ჩა­ვა­ბა­რე. 2015 წელს სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მინ­სკში, რე­ზი­დენ­ტუ­რა­ში, კონ­კრე­ტუ­ლად, ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­ვი­წყე სწავ­ლა. მინ­სკის ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის რეს­პუბ­ლი­კურ ცენ­ტრში ორ წე­ლი­წად­ზე მეტი გა­ვა­ტა­რე. საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. გა­ვი­ცა­ნი და ჩემ­ზე წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა ბე­ლო­რუ­სის მთა­ვარ­მა ოფ­თალ­მო­ლოგ­მა, ტა­ტი­ა­ნა იმ­ში­ნეც­კა­ი­ამ, რო­მე­ლიც ჩემ­თვის მა­გა­ლი­თის მომ­ცე­მა. ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის სრულ­ფა­სოვ­ნად შეს­წავ­ლა­ში დიდი დახ­მა­რე­ბა გა­მი­წია. დღე­საც ახლო ურ­თი­ერ­თო­ბას ვი­ნარ­ჩუ­ნებთ, სწო­რედ ის არის ჩემი სა­მეც­ნი­ე­რო სა­დი­სერ­ტა­ციო ნაშ­რო­მის თა­ნა­ხელ­მძღვა­ნე­ლი.

– შემ­დეგ იყო თურ­ქე­თის თვა­ლის აკა­დე­მია, ხომ?

– დიახ და პა­რი­ზის გლა­უ­კო­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ასე­ვე ვე­ნის ჰა­ნუშ კრა­კე­ნ­ჰა­უ­სის კლი­ნი­კა – ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბით. კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის­თვის და პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო კატ­მან­დუ­ში – ნე­პა­ლის თვა­ლის ინ­სტი­ტუ­ტში გა­ტა­რე­ბუ­ლი 6 თვე, რო­დე­საც თვა­ლის უკა­ნა მო­ნაკ­ვე­თის ქი­რურ­გი­ას და­ვე­უფ­ლე. რთუ­ლი იყო, მაგ­რამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჩემს უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან ერ­თად კატ­მან­დუ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღე პრო­ექ­ტში, რომ­ლის მი­ზა­ნია ნე­პალ­ში სიბრმა­ვის და­მარ­ცხე­ბა.

– და რას ით­ვა­ლის­წი­ნებს?

პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის უფა­სო ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ და ქი­რურ­გი­ულ მკურ­ნა­ლო­ბას, რო­მელ­თაც ამის ფი­ნან­სუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ აქვთ. 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ცენ­ტრა­ლუ­რი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბი­დან მო­შო­რე­ბით მდე­ბა­რე სოფ­ლებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის უფა­სო გა­მოკ­ვლე­ვებს ვუ­ტა­რებ­დით. იმ ადა­მი­ა­ნებს კი, რომ­ლებ­საც ესა­ჭი­რო­ე­ბო­დათ ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა, სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დათ, უფა­სოდ ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნათ მკურ­ნა­ლო­ბა. დიდი პა­ტი­ვი იყო მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ ოფ­თალ­მო-ქი­რურ­გებ­თან ერ­თად ასეთ კე­თილ საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

– ერთ-ერთ წამ­ყვან სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში ასეთ ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში, ასე­თი სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ხართ. რო­გორ მოხ­ვდით ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე?

სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, საქ­მი­ა­ნო­ბა ჩემს ქვე­ყა­ნა­ში გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. შემ­დეგ შეხ­ვედ­რა მქონ­და ბა­ტონ გოჩა ინ­გო­როყ­ვას­თან, რო­მე­ლიც გა­მორ­ჩე­უ­ლად მახ­სოვს. მა­ნამ­დე, რა თქმა უნდა, ვნერ­ვი­უ­ლობ­დი. ბა­ტონ გოჩა სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში ყვე­ლა იც­ნობს, პა­ტივს სცემს, რო­მელ­მაც უდი­დე­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა და შე­აქვს ქარ­თუ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. მას­თან შეხ­ვედ­რამ­დე, ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი თუ წინ ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მე­ლო­და. ჩემ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო ის იყო, რომ ოფ­თალ­მო­ლო­გი­ა­ში ყვე­ლა ახა­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კურ და მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დებ­ში დე­ტა­ლუ­რად ერ­კვე­ვა. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ა­მა­ყოა, რომ კლი­ნი­კა­ში ოფ­თალ­მო­ლო­გი­უ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის ფორ­მი­რე­ბა სწო­რედ ჩემი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამი­ტო­მაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სრუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბი­თა და თა­ნად­გო­მით, ვნერ­გავ იმ გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და მიდ­გო­მებს, რაც ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო კლი­ნი­კებ­ში მი­ვი­ღე.

– უცხო­ეთ­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში იშ­ვი­ა­თად ბრუნ­დე­ბი­ან… ისიც იშ­ვი­ა­თო­ბაა, რომ 32 წლის ასაკ­ში მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ხართ. ეს ალ­ბათ დიდი შრო­მის შე­დე­გია. რას ნიშ­ნავს ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვენ­თვის?

ალ­ბათ აქ მიზ­ნის ქონა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბაა მთა­ვა­რი. ვი­ცო­დი, რომ ქარ­თულ გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად, აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, მე­ნა­ხა თუ რო­გორ ვი­თარ­დე­ბო­და სხვა ქვეყ­ნებ­ში ოფ­თალ­მო­ლო­გია. ამა­ში ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა სას­წავ­ლო გრან­ტე­ბი. ევ­რო­პის ოფ­თალ­მო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის სას­წავ­ლო გრან­ტი, ევ­რო­პის გლა­უ­კო­მის ასო­ცი­ა­ცი­ის სას­წავ­ლო გრან­ტი, ევ­რო­პის კა­ტა­რაქ­ტა­ლუ­რი და რეფ­რაქ­ცი­უ­ლი ქი­რურ­გი­ის სას­წავ­ლო გრან­ტი, ევ­რო­პის ბა­დუ­რას ასო­ცი­ა­ცი­ის სას­წავ­ლო გრან­ტი, თურ­ქე­თის თვა­ლის აკა­დე­მი­ის სას­წავ­ლო გრან­ტი. ამ ყვე­ლა­ფერ­მა სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცა, რე­ზი­დენ­ტუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე წელი მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან კლი­ნი­კებ­ში გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა მოღ­ვა­წე­ო­ბა. შემ­დეგ იყო ნე­პა­ლის სა­ო­ცა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა და ახლა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი. ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა საქ­მი­ა­ნო­ბა და ეს ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე მეტ მო­ტი­ვა­ცი­ას მაძ­ლევ­და. არას­დროს მი­ფიქ­რია სხვა ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩე­ნა­ზე, კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბის მიზ­ნით, ვი­ცო­დი, რომ ცოდ­ნა, რაც მქონ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა.

– თქვე­ნი ასა­კის გამო პა­ცი­ენ­ტის მხრი­დან, თუ ყო­ფი­ლა ოდეს­მე უნ­დობ­ლო­ბა?

– ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო რამ და­ვა­ფიქ­სი­რე, რაც ჩემი სტუ­დენ­ტო­ბის დროს არ შე­მიმ­ჩნე­ვია. მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ძა­ლი­ან არის გაზ­რდი­ლი ნდო­ბა ახალ­გაზ­რდა ექი­მე­ბის მი­მართ. პა­ცი­ენ­ტე­ბი ხში­რად თვი­თონ აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ურ­ჩევ­ნი­ათ ახალ­გაზ­რდა, ევ­რო­პუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის ექიმ­თან მკურ­ნა­ლო­ბა. თუმ­ცა, რო­დე­საც საქ­მე ქი­რურ­გი­ას ეხე­ბა, ბევ­რჯერ პირ­და­პირ უკი­თხავთ – თქვენ უნდა გა­მი­კე­თოთ ოპე­რა­ცია?! ამას ყო­ველ­თვის გა­გე­ბით ვე­კი­დე­ბი…

– რა პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებთ ხში­რად თქვენს პა­ცი­ენ­ტებს?

– ყვე­ლა­ზე ხში­რია მხედ­ვე­ლო­ბის ასა­კობ­რი­ვი დაქ­ვე­ი­თე­ბა, რაც უმე­ტე­სად ბროლ­ში ასა­კობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. ხში­რად გვხვდე­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბი გლა­უ­კო­მის დი­აგ­ნო­ზით, სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რია პა­ცი­ენ­ტე­ბი გლა­უ­კო­მის უკვე ბოლო სტა­დი­ით, რო­მე­ლიც მკურ­ნა­ლო­ბას აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია, პა­ცი­ენ­ტებ­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით 40 წლის შემ­დეგ, წე­ლი­წად­ში ერთხელ მა­ინც გა­ი­ა­რონ ოფ­თალ­მო­ლო­გის კონ­სულ­ტა­ცია. ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­დან აღ­სა­ნიშ­ნა­ვია შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის და თირკმლის პა­თო­ლო­გი­ის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ხში­რად კომ­პლექ­სურ მკურ­ნა­ლო­ბას სა­ჭი­რო­ე­ბენ. ამი­ტომ ოფ­თალ­მო­ლო­გი­ას მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი აქვს ნეფ­რო­ლო­გი­ას­თან, ნევ­რო­ლო­გი­ას­თან, ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ას­თან. სექ­ტემ­ბრი­დან გან­ვა­ახ­ლებთ სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი და პენ­სი­ო­ნე­რი მო­სახ­ლე­ო­ბის უფა­სო გა­მოკ­ვლე­ვებს, ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩვე­ნი მი­ზა­ნია და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბა, რათა თა­ვი­დან ავა­ცი­ლოთ სიბრმა­ვის შემ­თხვე­ვე­ბი.

– გლა­უ­კო­მა საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა…

გლა­უ­კო­მას ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ფორ­მას ახა­სი­ა­თებს უსიმპტო­მო მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ პა­ცი­ენტს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს გლა­უ­კო­მა, მაგ­რამ ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­დეს. გვყო­ლია პა­ცი­ენ­ტე­ბი მა­ღა­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი მხედ­ვე­ლო­ბი­თა და შორსწა­სუ­ლი გლა­უ­კო­მის დი­აგ­ნო­ზით. სამ­წუ­ხა­როა, რომ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნერ­ვუ­ლი ბოჭ­კო­ე­ბის აღ­დგე­ნა არ ხდე­ბა, ამი­ტომ ის პე­რი­ფე­რი­უ­ლი მხედ­ვე­ლო­ბა, რო­მე­ლიც და­ი­კარ­გა, თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია აღ­დგეს. თუმ­ცა თა­ნა­მედ­რო­ვე დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი მე­თო­დე­ბით ვა­ხერ­ხებთ გლა­უ­კო­მის ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კას და მკურ­ნა­ლო­ბის ტაქ­ტი­კის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ შერ­ჩე­ვას თი­თო­ე­ულ პა­ცი­ენ­ტში. ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ გლა­უ­კო­მის მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის შექ­მნა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნერგვა­ში.

გვაქვს მჭიდ­რო ურ­თი­ერ­თო­ბა ბე­ლა­რუ­სის ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის რეს­პუბ­ლი­კურ ცენ­ტრთან, ნე­პა­ლის თვა­ლის ინ­სტი­ტუტ­თან და ჰარ­ვარ­დის გლა­უ­კო­მის ცენ­ტრთან. გლა­უ­კო­მის ბოლო სტა­დი­ი­სა და მტკივ­ნე­უ­ლი გლა­უ­კო­მის დროს საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ ენუკ­ლე­ა­ცი­ის ანუ თვა­ლის ამო­ღე­ბის მე­თოდს, რაც საკ­მა­ოდ რთუ­ლია პა­ცი­ენ­ტი­სათ­ვის, რო­გორც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ასე­ვე ვი­ზუ­ა­ლუ­რი კუ­თხით. ვცდი­ლობთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვუ­ნარ­ჩუ­ნოთ პა­ცი­ენტს თვა­ლი, რო­გორც ორ­გა­ნო. ამი­სათ­ვის აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებთ ყვე­ლა სა­ხის შუნ­ტებს, ასე­ვე გლა­უ­კო­მის ტრა­დი­ცი­ულ ქი­რურ­გი­ას. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში მივ­მარ­თოთ ნაკ­ლებ ინ­ვა­ზი­ურ მიდ­გო­მებს. სა­უბ­რის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას, თქვენს მკი­თხველს ჯან­მრთე­ლო­ბას ვუ­სურ­ვებ