გაუქმებულია ავიარეისები, ვერ მაუწყებლობენ არხები, გათიშულია სალარო-აპარატები – „მაიკროსოფტის“ გლობალურმა გათიშვამ ქაოსი გამოიწვია

კომპანია „მაიკროსოფტის“ სერვისების პროგრამული უზრუნველყოფის გლობალურმა გათიშვამ, მსოფლიო მასშტაბით, სხვადასხვა კომპანიასა და დაწესებულებაში ქაოსი გამოიწვია.

ავსტრალიასა და ამერიკაში გაუქმებულია ავიარეისები, სუპერმარკეტებში გათიშულია სალარო-აპარატები, ვერ მაუწყებლობენ არხები. ამასთან, დაზარალდნენ უმსხვილესი ბანკები.

პროგრამული გათიშვა შეეხო ლონდონის საფონდო ბირჟასაც. ალასკის შტატში პრობლემები შეექმნა საგანგებო სიტუაციების სამსახურს.

კომპანია „მაიკროსოფტის“ განცხადებით, „ისინი იკვლევენ პრობლემას, რამაც მომხმარებლებს სხვადასხვა პროგრამასთან და სერვისთან წვდომა შეუზღუდა“.