მამინაცვალი ვოვას სცემდა, დასცინოდა, აბუჩად იგდებდა” – რა ვიცით პუტინის საქართველოში გატარებულ წლებზე?

უცხოურ მასმედიაში პერიოდულად ქვეყნებდება მასალები, რომლებშიც რუსეთის პრეზიდენტის ბიოგრაფიული მომენტების განხილვისას ისევ არის დამოწმებული სავარაუდო ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისიდან ზოგიერთი ქართული მედიაგამოცემის მიერ გავრცელებული მოარული ხმებით, იგი, თურმე, 1950-იან წლებში საქართველოში იზრდებოდა, კერძოდ – კასპის რაიონში.

გთავაზობთ ერთ-ერთ მსგავს მასალას, რომელიც უკრაინულმა ინტერნეტგამოცემა “გორდონმა” (Гордон) გაავრცელა. მისი მთავარი რედაქტორი ოლესია ბაცმანი (პუტინის ცნობილი ოპონენტი ჟურნალისტის – დმიტრო გორდონის ცოლი) ესაუბრება ტელეწამყვან სავიკ შუსტერს (იგი 1952 წელს ვილნიუსშია დაბადებული, მაგრამ შემდეგ, 1971 წელს მშობლებთან ერთად კანადაში გაემგზავრა. ამჟამად აქვს კანადისა და იტალიისმოქალაქეობა).

putin-lol-1024x654-1646902687-1668844636.jpg

პუბლიკაცია გამოქვეყნებულია სათაურით “[2000 წელს] საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ჟურნალისტი არტემ ბოროვიკი კერძო თვითმფრინავით საქართველოში მიფრინავდა, რათა ვლადიმერ პუტინის ნამდვილ დედას შეხვედროდა. თვითმფრინავი აფეთქდა”

სავიკ შუსტერი: ვლადიმერ პუტინი 7 ოქტომბერს დაიბადა, მაგრამ რომელ წელს – ეს ჯერ გაურკვეველია. პოლონელმა ჟურნალისტმა ქალმა ქრისტინა რედლიხმა 2016 წელს გამოსცა წიგნი სახელმწოდებით – “ვოვა, ვოლოდია, ვლადიმერი. პუტინის რუსეთის საიდუმლოებანი”. ავტორი საიმედო ქალბატონია, მან 15 წელი იმუშავა ამ წიგნზე.