ჭვიშტარი აჯიკით

ინგრედიენტები

  • ზეთი შესაწვავად
  • კიტრის მწნილი
  • აჯიკა – 1.00 ჩ/კ
  • ყველი – 200.00 გ
  • კვერცხი – 1.00 ცალი
  • მინერალური წყალი
  • სიმინდის ფქვილი – 200.00 გ
  • მომზადების წესი
  • სიმინდის ფქვილს დავასხათ მინერალური წყალი და მოვზილოთ მჭადის ცომი, დავუმატოთ კვერცხი და განვაგრძოთ მოზელა. ყველი გავხეხოთ და ცომს შევურიოთ, საჭიროებისამებრ დავუმატოთ ცოტაოდენი მინერალური წყალი და აჯიკა.
  • ცომი დავყოთ 10 გუნდად, სველი ხელებით მივცეთ სასურველი ფორმა და საშუალოდ გაცხელებულ ტაფაზე ზეთში შევწვათ. სუფრაზე გავიტანოთ ცხელი, კიტრის მწნილთან ერთად.