სოხუმში დაშორებული წყვილის შეხვედრა 40 წლის შემდეგ, აშშ-ში

ემზარ ჯღარკავასა და ნინო კვარაცხელიას სიყვარულის ამბავი ჩვენი მკითხველისთვის კარგად ნაცნობია, ისინი ერთმანეთს 40 წლის წინ, სოხუმში დაშორდნენ, თუმცა ახლა, მათი გზები კვლავ გადაიკვეთა და მათთვის საოცნებო შეხვედრა აშშ-ში შედგა, სადაც ნინო წლებია ცხოვრობს.

შარშან, “ღამის პრაიმ თაიმის” ეთერში ემზარ ჯღარკავამ ამ სიყვარულის საოცარი ისტორიის შესახებ ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, მან საყვარელ ქალთან, ნინო კვარაცხელიასთან კონტაქტი 40 წლის წინ დისციპლინარულ ბატალიონში გამწესების გამო გაწყვიტა, წლების შემდეგ კი მისი პოვნა შეძლო და ხელი ვირტუალურად სთხოვა:

“პირველივე დღეს ავუხსენი სიყვარული და ვუთხარი, რომ ის იყო ჩემი გოგო, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი, ვეძებდი და ვნახე.

402981623-7246912725332551-3998696078017114508-n-1700800669.jpg

შემდეგ გამამწესეს დისციპლინარულ ბატალიონში სამი წლით. მიმოწერის უფლება არ მქონდა, დავკარგე ნინოსთან კავშირი.

შემდეგ ვიგებ, რომ ნინო გათხოვდა… გავიდა კიდევ რამდენიმე თვე და გავიგე, რომ ნინო მოიტაცეს. მე ვიცოდი, რომ ნინო თავისი სურვილით, გამორიცხული იყო, ვინმეს გაჰყოლოდა. სოციალურ ქსელში შემთხვევით ვნახე და ვიცანი, რომ სწორედ ჩემი ნინო იყო.

აი, ეს არის სწორედ სიყვარული, რომლის გამოც ნინო ამერიკიდან მარტვილში აპირებს ჩამოსვლას”, – ამბობდა ემზარ ჯღარკავა.

წლების შემდეგ შეხვედრილი წყვილი, ერთობლივ ფოტოებს აქვეყნებს:

“მოვიდა ჩემი ბიჭი, ისევე როგორც მაშინ, სოხუმში და მითხრა ,,ნინო, მე მოვედი” მომკიდა ხელი და გავუყევით ჩვენი ცხოვრების გზას”