OnlyFans-ის ვარსკვლავის თქმით, საკუთარი თავის “ადამიანის ბარბის თოჯინად” გადაქცევისთვის დიდი თანხა დახარჯა, თუმცა მისი მასიური მკერდი მამაკაცებს “აფრთხობს”.
სასურველი ზომისა და ფორმის მისაღებად 23 წლის ჯესი ბანუმ ხუთი ოპერაცია ჩაიტარა და 40 000 დოლარი გადაიხადა. ჯესის ინსტაგრამ გვერდზე ძველი ფოტოების ნახვაცაა შესაძლებელი. როგორც თავად აღნიშნავს, პირველად 18 წლის ასაკში გადაწყვიტა პლასტიკური ქირურგისთვის მიემართა.
მკერდის გარდა, ქალს ცხვირის, ტუჩის და საჯდომის ოპერაციაც აქვს ჩატარებული. აღნიშნავს, რომ მისი ერთ-ერთი მიზანი ავსტრიაში ყველაზე დიდი ტუჩების ქონაა. ცნობილია, რომ ჯესის ყოველთვიური შემოსავალი OnlyFans-ზე 20 000 ევროა. ამბობს, რომ ამის გამო ოჯახის წევრებთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა:
„ჩემს მშობლებს ძალიან კონსერვატიული მოსაზრებები ჰქონდათ განათლებასთან დაკავშირებით. როდესაც ზაფხულში სექსუალურ ტანსაცმელს ვიცვამდი, ეს მათთვის კოშმარი იყო. დეკოლტეს დასაფარად აბრეშუმის შარფებს მაძლევდნენ“ – ამბობს ჯესი.