ისტორიაში “ყველაზე სასტიკი ადამიანის” სახე 440 წლის შემდეგ აღადგინეს – როგორ გამოიყურებოდა რუსეთის მეფე, რომელმაც ერთადერთი ვაჟი მოკლა

მეც­ნი­ე­რებ­მა ციფ­რუ­ლად აღად­გი­ნეს ის­ტო­რი­ის ერთ-ერთი უსას­ტი­კე­სი მმარ­თვე­ლის “ივა­ნე მრის­ხა­ნეს“ სახე.

“ეს იყო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა, რად­გან ის არა მხო­ლოდ სა­ხის ნაკ­ვთე­ბის აღ­დგე­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, არა­მედ ის­ტო­რი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის აღ­დგე­ნა­საც”, – გა­ნა­ცხა­და გრა­ფი­კულ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა ცი­ცე­რო მო­რა­ეს­მა Youtube- ის ვი­დე­ო­ში, სა­დაც ის გან­მარ­ტავს, თუ რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­მუ­შაო პრო­ცე­სი.

“ივა­ნე მრსი­ხა­ნეს“ აღ­დგე­ნი­ლი სახე

მო­რა­ე­სი სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ში ცნო­ბი­ლი გახ­და ის­ტო­რი­უ­ლი ფი­გუ­რე­ბის ციფ­რუ­ლი ფაქ­სი­მი­ლე­რე­ბით. მას უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი ეკუთ­ვნის. მეც­ნი­ერ­მა “ივა­ნე მრის­ხა­ნეს“ შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი საბ­ჭო­თა მკვლე­ვა­რის მი­ხა­ილ გე­რა­სი­მო­ვის მიერ, დიქ­ტა­ტო­რის საფ­ლა­ვის გა­თხრე­ბი­დან შე­აგ­რო­ვა, რა­მაც, სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა დე­ტა­ლე­ბი და­ედ­გი­ნა.

კვლევის მი­ხედ­ვით, “ივა­ნე მრის­ხა­ნე“ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად იღებ­და საკ­ვებ­სა და ალ­კოჰოლს: ”ამან უნდა გა­ა­უ­ა­რე­სა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო წლებ­ში”, – აღ­ნიშ­ნუ­ლია აღ­წე­რა­ში.

სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია ის, რომ სხე­ულ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ვერ­ცხლის­წყა­ლი, რა­მაც შე­საძ­ლოა დიქ­ტა­ტო­რის მო­წამ­ვლა გა­მო­იწ­ვია. თუმ­ცა იმ დროს ვერ­ცხლის­წყალს სამ­კურ­ნა­ლო­დაც იღებ­დნენ.

“ივა­ნე მრის­ხა­ნე“ 440 წლის წინ, 1584 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. იქამ­დე კი სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯა ყვე­ლა, ვი­საც ის მო­ღა­ლა­ტედ თვლი­და. 1581 წელს, სიკ­ვდი­ლამ­დე ცოტა ხნით ადრე, მე­ფემ მოკ­ლა თა­ვი­სი ვაჟი და ერ­თა­დერ­თი მემ­კვიდ­რე ივა­ნე IV.

“ივა­ნე მრის­ხა­ნე“ ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს მარ­თავ­და რუ­სეთს. ფორ­მა­ლუ­რად ის ძა­ლა­უფ­ლე­ბის სა­თა­ვე­ში იდგა 3 წლის ასა­კი­დან სიკ­ვდი­ლამ­დე.

მსოფლიომას იც­ნობს ნა­ხა­ტით- “ივა­ნე მრის­ხა­ნე კლავს შვილს”

ილია რე­პი­ნის XIX სა­უ­კუ­ნის ნა­ხა­ტი “ივა­ნე მრის­ხა­ნე და მისი შვი­ლი” (ასე­ვე ცნო­ბი­ლი, რო­გორც “ივა­ნე მრის­ხა­ნე კლავს თა­ვის შვილს”) იყო პირ­ვე­ლი ნა­ხა­ტი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში და­ა­ცენ­ზუ­რეს, ჯერ კი­დევ მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში.

წყა­რო: nypost