დააკავეს კაცი, რომელმაც 10 წლის შვილი ჯერ აწამა და შემდეგ დაწვა

სმოლენსკში მამამ 10 წლის შვილს ნეკი თითი მოაჭრა, რადგან არ დაემორჩილა. SHOT-ის ინფორმაციით, მამაკაცმა ბავშვი ბინაში ჩაკეტა და ცეცხლი წაუკიდა. ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ტელეგრამის არხის ცნობით, ბავშვის ცხედარი ხანძრის შედეგად დამწვარ სამოთახიან ბინაში იპოვეს. მაშველები შოკში იყვნენ, როცა აღმოაჩინეს, რომ ბიჭს მარცხენა ხელზე თითი აკლდა და სახეზე მძიმე სისხლჩაქცევები ჰქონდა. ბიჭის მამა მალევე დააკავეს. ცნობილია, რომ 51 წლის ალექსიმ შვილი მარტო გაზარდა, დედა ხუთი წლის წინ გარდაიცვალა. გარდაცვლილი ადგილობრივი სკოლის მესამე კლასში იყო. 2022 წელს მამა გასამართლებული იყო სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის.