24 წლის ვივიან ლირა მონტემ პლასტიკური ქირურგი ინტერნეტით იპოვა. მას შემდეგ, რაც მედიკოსი შეპირდა, რომ სასურველ შედეგს მიიღებდა, ქალს ბრაზილიაში, ერთდროულად 6 კოსმეტიკური ოპერაცია ჩაუტარდა, რომელიც 8 საათი გრძელდებოდა.
- ვივიანს სურდა მკერდის შემცირება, მუცლის, მკლავების, ზურგისა და ნიკაპის კორექცია. თუმცა, ქალი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა, ექიმის წინააღმდეგ საქმე აღიძრა და შემთხვევას პოლიცია იძიებს.
“ვივიან ლირა მონტე ერთდღიან ოპერაციაზე დარეგისტრირდა მას შემდეგ რაც ბრაზილიის ერთ-ერთ შტატში ქირურგი ონლაინ იპოვა. 31 აგვისტოს, მხოლოდ ერთ ქირურგიულ სესიაზე, მან გაიკეთა მკერდის შემცირება და ლიპოსაქცია მუცლის, მკლავების, ზურგისა და ნიკაპის არეში. შემდეგ ლიპოსაქციისგან მიღებული ცხიმი უკანალში გადაინაწილა. თუმცა, სამწუხაროდ, ქალი 26 სექტემბერს, ინტენსიური თერაპიის დაწყებიდან 22 დღის შემდეგ, მუცლის ღრუს მასიურ ინფექციასთან ბრძოლაში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა“, – წერს mirror.
ოჯახის წევრების თქმით, ვივიანი ოპერაციიდან 15 საათის შემდეგ საავადმყოფოდან გაწერეს და თითქმის მაშინვე დაეწყო გართულებები. რის შემდეგაც ოჯახმა ქალი სასწრაფოდ გადაიყვანა ქალაქის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში.
ვივიანის მეუღლის თქმით, მის ცოლს მხოლოდ მამოპლასტიკისა და მუცლის ლიპოსაქციის გაკეთება სურდა, თუმცა ექიმმა დაარწმუნა, რომ ერთ სესიაზე ჩაატარებდა ყველა პლასტიკურ პროცედურას, რადგან ეს სრულიად უსაფრთხო იყო.
”როდესაც ის კონსულტაციიდან დაბრუნდა, ვივიანმა თქვა, რომ თუ ექვსივე ოპერაციას გაიკეთებდა, ექიმი ბევრად ნაკლებს ახდევინებდა, რადგან ფასდაკლება ეკუთვნოდა“, – განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ, სანტიაგომ.