- სტაფილო, გახეხილი – 375 გ
- ფქვილი – 250 გ
- გამაფხვიერებელი – 2 სკ
- შაქარი – 250 გ
- დარიჩინი – 1 სკ
- რაფინირებული ზეთი – 250 მლ
- კვერცხი – 4 ცალი
- დაფქული თხილი ან ნუში – 200 გ
- კრემყველი – 300 გ
- შაქრის პუდრი – 100 გ
- ვანილის შაქარი – 1 ჩკ
- ლიმონის წვენი – 1 ჩკ
- შაქრის მოსართავები
მომზადების წესი
კვერცხი, შაქარი, დარიჩინი და ზეთი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ ნუში და სტაფილო, შემდეგ ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად. ცომი მოვათავსოთ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ 26 სმ დიამეტრის ფორმაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთის განმავლობაში. სანამ ნამცხვარი გაცივდება, კრემყველს შევურიოთ ლიმონის წვენი, დავუმატოთ შაქრის პუდრი და ვანილის შაქარი და ბოლომდე გაგრილებულ ნამცხვარს წავუსვათ. გავაფორმოთ შაქრის მოსართავებით.