დააკავეს პედიატრი, ექიმი კოტე ჩახუნაშვილი

პედიატრი მოძ­რა­ო­ბა “ჯი­უ­ტის“ წევ­რი, კოტე ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის მუხ­ლით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­ა­კა­ვეს.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში და­უ­დას­ტუ­რეს.

ცოტა ხნის წინ, ნუ­ცუ­ბი­ძის 69 ნო­მერ­ში, კოტე ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლი მე­გობ­რებ­მა ცა­რი­ე­ლი იპო­ვეს. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს რვა სა­ათ­ზე მარ­ტომ და­ტო­ვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და მას შემ­დეგ კონ­ტაქ­ტზე არ გა­მო­სუ­ლა.

ცნო­ბის­თვის, წინა დღით ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი კოტე ჩა­ხუ­ნაშ­ვილ­თან მი­ვიდ­ნენ და და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბი­ათ.