თამრიკო ჭოხონელიძე „ტვ პირველის“ საშუალებით, კოლეგებს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ახლა დუმილი სირცხვილია:
„ჩემი გულწრფელი თანადგომა და თანაგრძნობა მინდა გამოვუცხადო ზოგადად, მედიას და კონკრეტულად იმ ადამიანებს, ვინც ძალიან მედგრად იდგა და პირველ რიგში იცის, რისთვის დგას და რისთვის იბრძვის, ამას ჰქვია სიცოცხლის ფასად აქ დგომა. ჩვენ იდეის გარშემო ვტრიალებთ. ეს იდეა მნიშვნელოვანია, რომ არ დავკარგოთ საბოლოოდ თავისუფლება. მოვუწოდებდით, ვსაუბრობდით, იმ ადამიანებს განსაკუთრებით, ვინც დგას იქ, რასაც რუსეთის მოპატიჟება ჰქვია. ამდენი ხანი ვეუბნებოდით, რომ ეს რუსული პროგრამაა და რუსეთის ჩანაფიქრია.
იმ ბიჭებს, ვინც იქ იდგა ნიღბებით, მინდა ვუთხრა, ძალიან დიდ შეცდომაში შეგიყვანათ ხელისუფლებამ. ხვალ თვალებში უნდა ჩახედოთ ერთმანეთს. რომ მახსენდება ჩემი კლასელები, ბედნიერების და სიხარულის ცრემლები მომდის. ხომ გყავთ კლასელები, მეგობრები და უბნელები. ეს ის საქართველო არ იქნება, ერთმანეთი არ დახოცოთ… ეს არის ჩარევა, რომ პროვოკაცია მოაწყონ და თქვენ მოხვდეთ ამ პროვოცირების რგოლში…
კარგად იცით, გაიფიცნენ მსახიობები, მუსიკოსები, რა დროს სიმღერის დროა. ნამდვილად მოვა საქართველოში კარგი ახალი წელი, ახლა ვინც დადგება და იზეიმებს, ერთხელ მაინც გაიხსენონ დასისხლიანებული და გაუბედურებული სახეები, რომლებიც ნაძვის ხეს მიაკრეს. ჩემს კოლეგებს მივმართავ, სად ხართ? სად? სირცხვილია, თქვენ აქ უნდა იდგეთ. ღმერთმა გამღეროთ, თუ გემღერებათ…“