რა აქვს არ მოსაწონი ამ თაობას, ჩვენსავით ფარისევლები რომ არ არიან?… ბევრად უკეთესები არიან ისინი ჩვენზე” – არქიმანდრიტი დიონისე ახალგაზრდებზე

არქიმანდრიტი დი­ო­ნი­სე გვიმ­რა­ძე, ახალ­გაზ­რდებ­ზე სა­უბ­რობს. მათ­თვის ვინც ისი­ნი სა­ტა­ნის­ტე­ბი და ეშ­მა­კის მსა­ხუ­რე­ბი ჰგო­ნი­ათ, სა­სუ­ლი­ე­რო პირი ამ­ბობს, ეს უკვე თა­ო­ბა­თა და­პი­რის­პი­რე­ბაა და არ შე­იძ­ლე­ბა შვი­ლე­ბის თა­ო­ბა გავ­ლან­ძღოთ. ქა­და­გე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა…

“რა აქვს არ მო­სა­წო­ნი ამ თა­ო­ბას, ჩვენ­სა­ვით ფა­რი­სევ­ლე­ბი რომ არ არი­ან? – ეს აქვთ არ მო­სა­წო­ნი. ისი­ნი იმას მა­ინც არ ამ­ბო­ბენ, რომ თავ­გა­დაკ­ლუ­ლი ქრის­ტი­ნე­ბი ვარ­თო. ჩვენ ქრის­ტი­ა­ნე­ბი ვართ და ბოღ­მი­თა და სი­ძულ­ვი­ლით ვართ აღ­სავ­სე.

და­აკ­ვირ­დით, ბევ­რად უკე­თე­სე­ბი არი­ან ისი­ნი ჩვენ­ზე, ბევ­რად უკე­თე­სე­ბი, მაგ­რამ უნ­დათ, რომ თა­ო­ბა­თა შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბას შე­უ­წყონ ხელი. რომ თურ­მე ესე­ნი არი­ან ეშ­მა­კის მსა­ხუ­რე­ბი, სა­ტა­ნის­ტე­ბი. ბავ­შვებს უწო­დეს სა­ტა­ნის­ტე­ბი. რას­თან გვაქვს ხალხნო საქ­მე, ვთქვათ და გზას ას­ცდნენ, კი ბა­ტო­ნო, ვი­ღაც ას­ცდა გზას, პი­რი­ქით, შენი შვი­ლია, იმას რომ შენ ლან­ძღავ, ის ხომ შენ­თან ვე­ღარ იქ­ნე­ბა სიყ­ვა­რუ­ლით…”