„დათო ფორჩხიძეს მინდა შევეხმიანო, ვეღარ დაგინდობ! ხუჯაძე უპრინციპო არსებაა“ – ნაცმოძრაობის ექსმინისტრი გოგა ხაჩიძე ჯგუფ “სახე”-ს წევრებს დაერია

სააკაშვილის გარემოს დაცვის მინისტრი, ჯგუფი სახეს მომღერალი გოგა ხაჩიძე მის ყოფილ თანაჯგუფელებს მიმართავს და ემუქრება, რომ თუ მკაფიო პოზიციას არ დააფიქსირებენ, მაშინ ის მათ აღარ დაინდობს. ამის შესახებ მან “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სპეციალურ მიმარათვაში დაწერა, რითაც მუსიკოს დავით ფორჩხიძეს მიმართავს და იქვე იმასაც წერს, რომ ხუჯაძის იმედი არ აქვს:

“დათო ფორჩხიძეს მინდა შევეხმიანო აქედან. ბიჭო დავით! ხუჯაძე რომ უიმედო-უპრინციპო არსებაა და ჯერ კიდევ ქოცებამდე იყო ქოცი ეგ ორივემ კარგად ვიცით. ამჯერად შენს სინდისს მინდა ჩავებღაუჭო, რომელიც მგონია შერჩენილი გაქვს.

ვიცი, ბობოლა ქოცებისგან პატივნაცემი და დავალებული ხარ;

ვიცი, როგორი მიბმული ხარ ქოცებზე და საქოცეთზე;

ვიცი, როგორ გიჭირს შენი კომფორტული ბუნაგიდან გამოძრომა, რეალობაზე თვალის გასწორება და პოზიციის გამოხატვა, მაგრამ არც მე დაგიტოვებ სხვა შანსს, ისედაც ბევრჯერ მოახერხე არასწორი დუმილი.

გამოდი და გასაგებად დააფიქსირე შენი პოზიცია!

მჯერა, რომ “სახე”-ს შეინარჩუნებ!

თორემ ვეღარ დაგინდობ!

არ შეგეშინდეთ!

იყავით მამაცები!

ცხოვრება იმად არ ღირს, რომ ქოცის შიშში გაატაროთ!

დიდება საქართველოს და ქართველ გმირებს!” – წერს გოგა ხაჩიძე.