[ხელისუფლება] ყველაფერს უნდა ეცადოს, რომ ის ბავშვები დასვას მოლაპარაკების მაგიდასთან, მე მაინც ვფიქრობ, რომ დიალოგი არის დასაწყები, უფრო აქტიურ ფაზაში გადასაყვანი და ეს უნდა იყოს არა დაპირისპირებით, არამედ ჩახუტებით“, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გადაცემაში „იმედის კვირა“ განაცხადა, პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ირაკლი კობახიძე მზად არის ნებისმიერ ფორმატში გამართოს დისკუსია 12 ახალგაზრდასთან და მათთან გახსნილად ისაუბროს ყველა თემასთან დაკავშირებით.
„მე საერთოდ, როდესაც რაღაცას ვუყურებ ხოლმე, წარმოვიდგენ ყველაზე ცუდ პროგნოზს, ყველაზე ცუდი პროგნოზი მაინც მგონია, რომ ალბათ, სამოქალაქო ომამდე მივა ეს ყველაფერი და ერთი 10 წლით უკან დაიწევს ქვეყანა. ალბათ, ეს ბავშვები თავისი თვალით დაინახავენ, რაც ჩვენ გამოვიარეთ და რაც მე არ მინდა მოხდეს. ამერიკული და NATO-ს ჯარი არ შემოგივა აქ, შემოხრიგინდება რუსის ტანკი, ამას ვამბობ ყველაზე ცუდ სცენარს…
ბევრი ცუდი მაქვს ნანახი და ადამიანებზე გადასარევი წარმოდგენის არ ვარ, ადამიანები ძალიან ხშირად თვითგანადგურებისკენ არიან მიდრეკილნი, როდესაც არ გისმენენ და შენ მტერი ხარ, როდესაც ეუბნები, რომ მე ეს კინო ნანახი მაქვს და შვილო, არ მინდა, რომ შენ იგივე ნახო, მინდა რომ უკეთესი ცხოვრება ნახო, დამიჯერე, დაითმინე, გვპირდებიან, 2030-ში იხსნება ხომ? გაფართოებაზე არის საუბარი, 5 წლით ადრე მეზობელს რომ ესვრი, ახლობელს რომ ესვრი, არავის რომ არ ელაპარაკები, ყველა ერთმანეთს რომ ვერ იტანს, და, ძმა, მეზობელი, ახლობელი თუ არ გიყვარს და ყველა გეზიზღება, ეს სამშობლო რაღას ნიშნავს მეტს, ამიხსენით?!
ანუ ევროპა გინდა ჩემს გარეშე, შენს გარეშე, მეზობლის გარეშე, ძმის გარეშე, რის გარეშე?! ძალიან ბოლშევიზმში გადავიდა ეს ხალხი, კლასიკური ბოლშევიკური სქემაა და მაიდანის სცენარი უდევთ წინ და მარიონეტებივით ამ ბავშვებს ატარებენ ამ მიმართულებით“. – თქვა ნინო ნადირაძემ.