ჩემი სიმწრით გაზრდილი შვილები, ხალხნო, გაჭირვებაში გაზრდილი შვილები ახლა არიან რისკის ქვეშ. მათთვის აუტანელი იყო ყველაფერი რაც ამ ადამიანის გამო გადაგვხდა” – შალვა რამიშვილის ყოფილი ცოლი

გუშინ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე გა­მარ­თულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი ცოლი თეა აბაშ­მა­ძე. მისი თქმით, ის ყო­ველ­დღე, შვი­ლებ­თან ერ­თად და­დის აქ­ცი­ებ­ზე. “ფორ­მუ­ლას” ეთერ­ში აბაშ­მა­ძემ ყო­ფილ ქმარს მი­მარ­თა.

  • თეა აბაშ­მა­ძე:

ყვე­ლა­ნი უკვე რის­კის ქვეშ ვართ. სიკ­ვდი­ლის რის­კის ქვეშ ვართ. ჩემი შვი­ლი აქ მახ­ლავს, მე­სა­მე შვი­ლი, უმ­ცრო­სი. ამის მა­მას მივ­მარ­თავ და ვე­უბ­ნე­ბი, სხვა შვი­ლე­ბიც აქ არი­ან. იცო­დეთ, აქ რომ “ტი­ტუშ­კე­ბი” დარ­ბი­ან ია­რა­ღი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც პრო­ვო­კა­ცია უნ­დათ და უნ­დათ, რომ ჩვენ დაგ­ვაბ­რა­ლონ, რომ ეს მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ვი­ღა­ცის თი­თის ტკე­ნას ვა­პი­რებთ.

  • ჩემი სიმ­წრით გაზ­რდი­ლი შვი­ლე­ბი, ხალხნო, გა­ჭირ­ვე­ბა­ში გაზ­რდი­ლი შვი­ლე­ბი ახლა არი­ან რის­კის ქვეშ. მათ­თვის აუ­ტა­ნე­ლი იყო ყვე­ლა­ფე­რი რაც ჩვენ თავს გა­დაგ­ვხდა ამ ადა­მი­ა­ნის გამო. ეს ადა­მი­ა­ნი ბე­დავს და ახლა გვმო­ძღვრავს იქი­დან. ვი­საც ამ ადა­მი­ა­ნის გჯე­რათ, შე­ხე­დეთ ხალხნო, ერთი ჩი­ნოვ­ნი­კი მი­თხა­რით, რო­მე­ლიც არ არის მდი­და­რი. ამა­თი რო­გორ გჯე­რათ მე­გობ­რე­ბო.

ჩვენ ყვე­ლა­ნი ერთ ბედ ქვეშ ვართ, ყვე­ლა­ნი და­ჩაგ­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ სის­ტე­მის გამო. ყვე­ლა მი­ტინგზე ნამ­ყო­ფი ვარ, 9 აპ­რილს ბავ­შვი ვი­ყა­ვი და აქ ვი­დე­ქი. ახლა უნდა გა­ვიღ­ვი­ძოთ, ყვე­ლა სინ­დის­თან და­დე­ქით. ნუ უს­მენთ პრო­პა­გან­დას, ისი­ნი იტყუ­ე­ბი­ან, ისი­ნი არი­ან ტრო­ლე­ბის ქარ­ხნე­ბი. მოგ­მარ­თავთ ჩემო საყ­ვა­რე­ლო ხალხნო, მე ჩემი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, ყვე­ლას სინ­დისს მო­ვუხ­მობ და ვეხ­ვე­წე­ბი, გა­მო­ფხიზ­ლდით ყვე­ლა. ყველ­გან ვიცი, რომ იარ­სე­ბებს ერთი თა­მა­მი ადა­მი­ა­ნი მა­ინც, იმას შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს ყვე­ლა­ფე­რი.

გთხოვთ გა­მო­ფხიზ­ლდით ყვე­ლა­ნი, დაგ­ვი­ცა­ვით. თქვე­ნი ად­გი­ლი აღარ არის სამ­სა­ხუ­რებ­ში, უნდა გა­ჩერ­დეს სის­ტე­მა, უნდა მორ­ჩეს ეს უბე­დუ­რე­ბა, რა­შიც გვა­ცხოვ­რე­ბენ ამ­დე­ნი ხა­ნია. ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან შიშ­ვე­ლია, სი­სას­ტი­კე ხდე­ბა. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გჯე­რო­დეთ ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც წაქ­ცე­უ­ლებს ფე­ხებს ურტყა­მენ. მარ­ტო სინ­დი­სის წი­ნა­შე უნდა დად­გეთ ახლა ყვე­ლა­ნი.

ყო­ველ­დღე აქ ვარ, ლუკ­მა არ მი­ჭა­მია რაც ეს ამ­ბა­ვი ხდე­ბა, ყვე­ლა­ნი აქ ვართ, მე და ჩემი შვი­ლე­ბი. ერთი მო­ხუ­ცი დედა მყავს სახ­ლში და ისიც ტე­ლე­ვი­ზორს უყუ­რებს და ტი­რის. აქ პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი დგა­ნან მე­გობ­რე­ბო. არ მო­ტყუვ­დეთ, გთხოვთ, აქ ყვე­ლა­ნი მშვი­დო­ბი­ა­ნე­ბი ვართ.