საქართველოს მოქალაქე, 43 წლის ქალი, რომელიც ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობისთვის იძებნებოდა, თურქეთში დააკავეს და იტალიას გადასცეს – ვინ არის მაკა ქათიბაშვილი?

გავრცელებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე 43 წლის მაკა ქა­თი­ბაშ­ვი­ლი 12-წლი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ თურ­ქეთ­ში და­ა­კა­ვეს და გა­სულ კვი­რას იტა­ლი­ის პო­ლი­ცი­ას გა­დას­ცეს. ქალი 2012 წლი­დან ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით იძებ­ნე­ბო­და და შეყ­ვა­ნი­ლი იყო 100 ყვე­ლა­ზე სა­შიშ გაქ­ცე­ულ­თა სი­ა­ში.

მაკა ქა­თი­ბაშ­ვილს იტა­ლი­ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბა 2012 წელს, ქა­ლაქ ბარ­ში ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის რე­ვაზ ჭუ­რა­ძის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის ეძებ­და. ქალს და­უს­წრებ­ლად 21 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვს მის­ჯი­ლი.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­თი­ბაშ­ვი­ლი შეც­ვლი­ლი სა­ხე­ლი­თა და გვა­რით 2017 წლის შემ­დეგ თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობ­და. თურ­ქუ­ლი მე­დია ქა­ლის და­კა­ვე­ბას იტა­ლი­ი­სა და თურ­ქე­თის პო­ლი­ცი­ის ძა­ლე­ბის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად მიღ­წე­ულ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მარ­ჯვე­ბად მი­იჩ­ნევს.

იტა­ლი­ის პო­ლი­ცი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ 43 წლის ქა­თი­ბაშ­ვი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია მა­ფი­ო­ზურ კრი­მი­ნა­ლურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან, კერ­ძოდ, “კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის” ერთ-ერთ კლან­თან.

იტა­ლი­უ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად, ქალ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში გაქ­ცე­ვის შემ­დეგ, 2017 წელს ფიქ­ცი­უ­რად იქორ­წი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს­თან, რის შემ­დე­გაც გვა­რის შეც­ვლა და ახა­ლი პას­პორ­ტის აიღო. შემ­დეგ ყალ­ბი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბით სა­ცხოვ­რებ­ლად თურ­ქეთ­ში გა­და­ვი­და, სა­ი­და­ნაც ფული სა­ქარ­თვე­ლო­ში გაგ­ზავ­ნა.

  • ვინ იყო რეზო ჭუ­რა­ძე?

იტა­ლი­ა­ში მოკ­ლუ­ლი 51 წლის რეზო ჭუ­რა­ძე 2012 წლის 9 იან­ვარს, ქა­ლაქ ბა­რის მთა­ვარ მო­ე­დან­ზე მოკ­ლეს. კაცი ამა­ნა­თე­ბის სა­წყობ­ში მუ­შა­ობ­და და თავს სამ­სა­ხურ­თან და­ესხნენ. გას­რო­ლა ახლო მან­ძი­ლი­დან 7-კა­ლიბ­რი­ა­ნი ია­რა­ღი­დან მოხ­დაა. რე­ვაზ ჭუ­რა­ძე მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

იტა­ლი­ე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ვა­რა­უ­დით, ჭუ­რა­ძის მკვლე­ლო­ბა მის უკა­ნო­ნო ბიზ­ნესს უკავ­შირ­დე­ბო­და, რად­გან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ამა­ნა­თე­ბის სა­ცავ­ში დარ­ღვე­ვე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. რე­ვაზ ჭუ­რა­ძეს კა­ნონ­დარ­ღვე­ვის გამო პო­ლი­ცია რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აკ­ვირ­დე­ბო­და.

გარ­დაც­ვლი­ლის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ჩხრე­კი­სას პო­ლი­ცი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს სხვა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პას­პორ­ტე­ბი და ფო­ტო­ე­ბიც აღ­მო­ა­ჩი­ნა.

იმ­ჟა­მად ქარ­თუ­ლი მე­დია წერ­და, რომ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ყუ­რა­დღე­ბა ერ­თმა ფო­ტომ მი­ი­პყრო, რო­მელ­ზეც ჭუ­რა­ძის მე­გო­ბა­რი ხელს იმ­ჟა­მად რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ვლა­დი­მერ პუ­ტინს არ­თმევს.

პო­ლი­ცი­ის ვერ­სი­ით, ბარ­ში, ქარ­თვე­ლებს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ჰქონ­დათ კავ­ში­რი, რო­მე­ლიც ხალ­ხს ათა­სო­ბით დო­ლა­რის გა­დახ­დას აი­ძუ­ლებ­დნენ. თან­ხა მათ უმ­ბერ­ტოს სა­ხე­ლო­ბის სკვერ­ში არ­სე­ბულ ოფის­ში უნდა მი­ე­ტა­ნათ.

რო­გორც იტა­ლი­უ­რი მე­დია იუ­წყე­ბა, ამ კავ­შირს ჭუ­რა­ძე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და სა­ვა­რა­უ­დოდ, მკვლე­ლო­ბაც ამ კავ­შირ­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჩა­დე­ნი­ლია.

რე­ვაზ ჭუ­რა­ძე ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, თე­მურ ჭუ­რა­ძის, მეტ­სა­ხე­ლად, “შო­ში­ას’ მამა გახ­ლდათ.