“სულ მალე ველოდები შვილს სუროგატი დედისგან… 24 წლის არის ჩემი ვაჟი… მე და ჩემს მეულეს ძალიან გვინდოდა საერთო შვილი, მაგრამ ჯანმრთელობა არ მიწყობდა ხელს…” – ნინო თოლორდავა

ტელეწამყვანი ნინო თოლორდავა თათია შარანგიას სტუმრობდა გადაცემა “სთორიში” და გაამხილა, რომ სულ მალე კიდევ გახდება დედა. მისი თქმით, დიდი ხანია, წლებია უნდოდა კიდევ ერთი შვილი – მისი ვაჟი 24 წლისაა. მეორე მეუღლესთან ერთად კი (რომელსაც წინა ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს) ძალიან სურდა, მათ საერთო შვილი ჰყოლოდათ. თუმცა ბევრი მცდელობის მიუხედავად, ეს ვერ შეძლო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ახლა კი სუროგატი დედისგან ელოდებიან პატარას ის და მისი მეუღლე. “ვოცნებობდით მე და გიორგი ამაზე და ეს ოცნება აგვიხდა…”