როგორ გამოიყურება ვანგას სახლი ბულგარეთში – მას დღემდე მილიონობით ადამიანი სტუმრობს

ბულგარელი ნათელმხილველი, ვანგა მსოფლიოს მასშტაბითაა ცნობილი. იგი 1996 წელს გარდაიცვალა. იქამდე კი არაერთი ცნობილი სახე და პოლიტიკოსი მიუღია სტუმრად და მათთვის რჩევებიც მიუცია.

ერთ-ერთი უცხოური გამოცემის ჟურნალისტი ბულგარეთში, ვანგას სახლში ჩავიდა, რათა ენახა ის ადგილები, სადაც მისტიკოსი წინასწარმეტყველებდა. სახლს დღემდე უამრავი ადამიანი სტუმრობს. 

მისი სახლი, რომელიც მხოლოდ ორი ოთახისგან შედგება, მოკრძალებულად არის მოწყობილი. მისი საძინებელი ერთი საწოლით ფანჯარასთან, სადაც მისტიკოსს ეძინა.

თაროები გაფორმებულია აღმოსავლური მართლმადიდებლური ხატებით, წვრილმანებით, წიგნებითა და მცენარეების ქოთნებით.

მეორე ოთახში არის მაგიდა, რამდენიმე სკამი და ბუხარი, რომელზედაც ლითონის ჯვარი დგას.ეს გახლავთ დალუქული მაგიდა სახლში, სადაც მას პოლიტიკოსები ესტუმრნენ.

ასევე, იხილეთ სახლის სხვა ნაწილები: