ბოლნისში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

ბოლნისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად შუახნის ქალი გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.