სუხიშვილები ან სუხიშვილი — ქორეოგრაფიული ანსამბლი, დაარსდა 1945 წელს ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ხელმძღვანელობით. ანსამბლის მიერ ქართულ ცეკვაში განხორციელებული რეფორმა ახლოა ე.წ. „მოდერნ-ბალეტის“ პრინციპებთან, თუმცა მისი არსით და პოეტიკით იგი ქართული ეროვნული ქორეოგრაფიაა და ანსამბლის დადგმული ცეკვები ქართულ ფოლკლორს ეფუძნება.
ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო ანსამბლს განხორციელებული აქვს ორასზე მეტი ტურნე. მსოფლიოს ხუთი კონტინენტის 88 ქვეყანაში გამართული აქვს 19 200-ზე მეტი წარმოდგენა. ანსამბლის ქორეოგრაფიულ ხელოვნებას 60 მილიონზე მეტი მაყურებელი ეზიარა. 1967 წელს ანსამბლმა კონცერტი ლა-სკალაში გამართა და პირველი და დღემდე ერთადერთი ფოლკლორული დასი გახდა, რომელიც ამ თეატრის სცენაზე გამოვიდა.
ცნობილი ფაქტია, რომ სუხიშვილების მოცეკვავეები განსაკუთრებული გარეგნობით გამოირჩევიან, ამ სტატიაში სწორედ რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ:
თამარ ხურცილავა
თამარ ხურცილავა ფართო მაყურებელმა გაიცნო სერიალიდან “ჟამი ყვავილობისა”, რომელიც 2009 წელს გადიოდა ეთერში. ამჟამად, როგორც მსახიობი, არცერთ პროექტში არ არის დაკავებული და სცენის დანაკლისსაც ცეკვით ინაზღაურებს.
ელენე ჩიტიაშვილი
ელენე ჩიტიშვილი უკვე არაერთი წელია, ქართული ეროვნული ბალეტის წევრია. მისი რჩეული კი ოთარ ლასხიშვილია, რომელიც თავისუფალი თეატრის მსახიობია და არაერთ ქართულ სერიალშიც მიუღია მონაწილეობა. ბოლო დროს ის ტელეეკრანზეც ხშირად ჩანდა, როცა ერთ-ერთ პოპულარულ კულინარიულ შოუში იღებდა მონაწილეობას.
მარიამ მათიაშვილი
მარიამ მათიაშვილი ასევე ცნობილი მოცეკვავის, თეა დარჩიას უფროსი ქალიშვილია. მან სულ ცოტა ხნის წინ იქორწინა. მისი მეუღლე დავით თოფურიაა. ქორწილი ულამაზეს გარემოში, კაჭრეთის “ამბასადორში” შედგა. რადგან მარიამმა დედის გზა გააგრძელა და თავადაც “სუხიშვილების” მოცეკვავეა, ქორწილი სავსე იყო ქართული ცეკვით, მუსიკითა და გართობით. ქორწილს უამრავ სხვა ცნობილ სახესთან ერთად ნინო სუხიშვილიც ესწრებოდა.
ანა ქორიძე
“ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც თავისი პროფესია აბედნიერებს. ცეკვა ჩემი პროფესიაა, ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. გზა წარმატებისგენ მუდმივი ბრძოლაა – საკუთარ თავთან, დაბრკოლებებთან ბრძოლა. მთავარია, არ დავნებდეთ, მივაღწიოთ მიზნებს და შევიყვაროთ საკუთარი ოცნებები” – ამბობდა ანა.
ნათია ბაკურაძე
ანსამბლ “სუხიშვილების” მოცეკვავე ნათია ბაკურაძე წლებია ცეკვავს. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი. უყვარს თავისი პროფესია, რომელსაც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. საქმის გამო ბევრ რამეზე უარის თქმა უწევს, თუმცა დანაკლისს მაყურებლების სიყვარული უმსუბუქებს.