თბილისში მშენებლობის დროს მუშა დაიღუპა

თბილისში მუშა მშენებლობის დროს გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

ინციდენტი დიდ დიღომში მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.