ერთადერთი 3-კაციანი კუბო, რომელიც შემაშფოთებელი მიზნით შექმნეს – ის დღეს მუზეუმშია გამოფენილი

ასეთი რამ ჯერ ნანახი არ გექნებათ – დაკრძალვის ისტორიის ეროვნულ მუზეუმში ინახება კუბო სამი ადამიანისთვის. 

ამ ნივთის ისტორია ასეთია – ჯერ კიდევ 1930-იან წლებში წყვილმა, სამწუხაროდ, მცირეწლოვანი შვილი დაკარგა.

ამბობდნენ, რომ წყვილი იმდენად შეწუხებული იყო ბავშვის გარდაცვალების გამო, რომ ბავშვთან ერთად სიკვდილზე ფიქრობდნენ. გლოვისას მშობლებმა შეთანხმება დადეს და გადაწყვიტეს, რომ ისინი შეუერთდებოდნენ თავიანთ შვილს შემდგომ ცხოვრებაში.

მათი გეგმის რეალობად ქცევის მიზნით, მათ დაკრძალვის ბიუროში შეუკვეთეს კუბო, რომელიც კომფორტულად მოერგებოდა სამივე ადამიანის სხეულს – გვერდით დედა და მამა, შუაში კი ბავშვი. მათი მიზანი იყო, რომ ოჯახი ერთად დაკრძალულიყო. 

თუმცა, როცა კუბო დაამთავრეს, აღმოჩნდა, რომ წყვილმა გადაიფიქრა თვითმკვლელობა და აღარ სურდათ ნივთი.

20 წლის შემდეგ, მაშინ, როდესაც ქალს ქმარიც გარდაეცვალა, მან დაკრძალვის სახლს წერილი მისწერა და თანხის უკან დაბრუნებას ითხოვდა. 

ქალს წერილითვე უპასუხეს და უთხრეს, რომ ეს ვერ მოხდებოდა, რადგან კუბო გადაეცა დაკრძალვის ისტორიის ეროვნულ მუზეუმს, სადაც ის დღესაც არის გამოფენილი.

მას დღემდე უამრავი მნახველი ჰყავს. ზოგი კუბოსთან ფოტოებსაც იღებს, ასევე მიაქვთ ყვავილებიც.