სიცილიაში, ვულკან “ეტნას” ამოფრქვევის გამო, ტურისტული სეზონის პიკში, კატანიის აეროპორტი დაიხურა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აეროპორტის დახურვის გამო, ტურისტებს პრობლემები შეექმნათ.
ვულკანი “ეტნა” მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. ბოლო პერიოდში, ვულკანი ინტენსიურად აფრქვევს ლავასა და ფერფლს, რაც პრობლემას უქმნის მოსახლეობას, ტურისტებსა და ავიაკომპანიებს.
ვულკანის ამოფრქვევის გამო, კატანიას აეროპორტი მიმდინარე თვის დასაწყისშიც დაიხურა. აეროპორტი აღმოსავლეთ სიცილიის ცენტრს წარმოადგენს და უამრავ ტურისტს ემსახურება.