საგანგაშო მდგომარეობა და ყოველ წუთს, შეიძლება, შეიცვალოს მდგომარეობა, რადგან ხანძრის კერები დამოკიდებულია ქარის მიმართულებაზე – ამის შესახებ „პრაიმ ტაიმს“ საბერძნეთში, სტიქიის ზონასთან ახლოს მყოფმა, ქართველმა ემიგრანტმა, თინა ჯმუხაძემ განუცხადა.
„საგანგაშო ვითარებაა და ყოველ წუთს, შეიძლება, შეიცვალოს მდგომარეობა, რადგან ხანძრის კერები დამოკიდებულია ქარის მიმართულებაზე. ყველანაირად საშიშია. ჯერჯერობით, გამოუვალი მდგომარეობა არაა, თუმცა, ხანძარი მძვინვარებს . ემიგრანტები კარგად ვართ.
ჩემს გარშემო რასაც ვხედავ, ემიგრანტები კარგად ვართ და ჯერჯერობით, საშიშროება არ არის. ყველა გაეცალა იმ ადგილს, სადაც საშიშროება რეალური იყო და ევაკუაცია გამოაცხადეს. თუმცა, ჯერ მაინც, კითხვის ნიშნის ქვეშ ვართ, არ ვიცით, რა იქნება. ძალიან ცუდი სიტუაციაა, ძალიან. სულ წინ მიდის ხანძარი“, – ამბობს თინა ჯმუხაძე.