ლევან მაღრაძე და დავით კვირიკაძე ცნობილი “ტიკტოკერები” არიან, რომლებიც საზოგადოებამ სვანეთში მდებარე რანჩოდან გავრცელებული სახალისო და ამავდროულად, საინტერესო ვიდეოებით გაიცნო.
ჯანსაღი ცხოვრებისა და მთის მოყვარული სვანი ბიჭები გამომწერებს სოფლის ცხოვრების ყოველდღიურობას უზიარებენ, განსხვავებული იმიჯისა და სტილის გამო კი მომხმარებლებმა ისინი ცნობილი სერიალის გმირებსაც კი შეადარეს, რის შემდეგაც მათი პოპულარობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.
400 კვ/მ ფართის 3 სართულიანი სრულად კეთილმოწყობილი კოტეჯი, რომელიც 12 სტუმარს თავისუფლად უმასპინძლებს, ბიჭებმა თითქმის უკვე დაასრულეს, სექტემბრის მიწურულს კი გეგმავენ, პირველი სტუმრები მიიღონ, რომელთაც, როგორც ამბობენ, თავად დახვდებიან.
ბიჭებთან ინტერვიუ Fortuna.ge-მ ჩაწერა, სადაც ისინი საკუთარ ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ.