გასართობად წასული ახალგაზრდები სათამაშო ოთახში დაიწვნენ – ანიმატორის შეცდომას თუ “ხუმრობას” სამი ადამიანი ემსხვერპლა

ტრაგედიით დასრულდა ქვესტ-თამაში მახაჩყალაში, რასაც ახალგაზრდების დაღუპვა მოჰყვა. 20 წლამდე ასაკის ცოლ-ქმარი და მათი ორი მეგობარი სათამაშო ოთახში გაჩენილ ხანძარში მოხვდა. მხოლოდ 20 წლის ბიჭი, საიდი გადარჩა. მისი ცოლი ასიათი დანარჩენებთან ერთად ემსხვეპლა ხანძარს. საიდმა ჯერაც არ იცის, რომ უკვე ქვრივია.

ტრაგედია იმით დაიწყო, რომ ახალგაზრდები საშინელებათა ჟანრის ქვესტ პარკში მივიდნენ გასართობად.

სცენარის მიხედვით ქვესტის თანამშრომლებმა ახალგაზრდები გალიებში ჩასვეს, სადაც სპეციალურ სკამებზე ხელბორკილებით აბამდნენ ადამიანს. როცა ყველაფერი მზად იქნებოდა, ოთახი კვამლით უნდა გავსებულიყო და ასეც მოხდა. ერთ-ერთი თანამშრომელი ხელთათმანს ცეცხლი წაუკიდებდა, რომელიც საფრთხის ხარისხს გაზრდიდა. ესეც სცენარის მიხედვით მოხდა, მაგრამ შემთხვევით აალებული ხელთათმანი კუთხეში ჩავარდა, სადაც ნავთიანი ელექტრო ხერხი იდო. ესეც რეკვიზიტი გახლდათ, რითაც ქვესტის სტუმრებს “ემუქრებოდნენ”. შედეგად ხანძარი გაჩნდა. ეს არის ტრაგედიის ერთ-ერთი ვერსია.

ინტერნეტში კიდევ ერთი ვერსია ვრცელდება – თამაშის დროს ანიმატორმა ერთ-ერთი მოთამაშე მაგიდას მიაბა, შემდეგ კი ნავთი დაასხა და ცეცხლის წაკიდებით „დაემუქრა“. რის შემდეგაც მამაკაცმა სანთებელა მართლა აანთო და ალი გოგონას მისწვდა. თანამშრომლები ცეცხლს დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდნენ, რადგან მთელი სივრცე კვამლით იყო სავსე.მესამე ვერსია ასეთია: თანაშის დროს დროს ანიმატორმა გადაწყვიტა შიშის გრძნობა გაეძლიერებინა: ხელთათმანი ბენზინით დაასველა და ცეცხლი წაუკიდა. ამ დროს ოთახში ელექტრო ხერხი მუშაობდა – ცეცხლის ნაპერწკლები ხელთათმანიდან ხერხს მოხვდა და მასზეც გადავიდა ცეცხლი, რომელმაც საბოლოოდ ბენზინის ავზამდე მიაღწია. ხანძარი ძალიან სწრაფად გავრცელდა. გოგოები მიბმულები იყვნენ, საიდი ცეცხლმაქრისკენ გაიქცა და ცეცხლმოკიდებულ ოთახში დაბრუნდა, მაგრამ თავადაც მძიმედ იყო დამწვარი და დახმარება ვეღარ შეძლო – წერს გამოცემა Baza.

591x591-0xjyhtbicd-5744129969896293190-1721723111.jpg
ასიათი

შენობაში ჩარჩენილი ახალგაზრდები დახმარებას ითხოვდნენ და გამოსვლას ცდილობდნენ, ახლა უკვე რეალურად. შემთხვევის ადგილზე მაშველების მისვლამდე ოთხივემ ჩაისუნთქა მომაკვდინებელი კვამლი. 19 წლის სტუდენტი ასიათი, ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკის მთავარი ექიმის ქალიშვილი, საავადმყოფოში საშინელი დამწვრობისგან გარდაიცვალა. მისი 20 წლის ქმარი საიდი სხეულის 50%-ის დამწვრობით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობს.

წყვილმა ახლახან იქორწინა. საიდი უგონოდაა და ჯერ არ იცის, რომ ცოლი გარდაეცვალა.მეორე გოგონა საავადმყოფოში ჯერ კიდევ ცოცხალი გადაიყვანეს, მას სხეულის 97% ჰქონდა დამწვარი და მეორე დილასვე გარდაიცვალა.

600x600-1-f520507db903359728756c109bea6b031080x1080-0x3igp9teq-3742895876608659582-1721723124.jpg
მადინა

25 წლის მადინა პერსონალურ ტრენერად მუშაობდა, სერთიფიკატი სულ რაღაც ერთი წლის წინ მიიღო. გოგონას არ უნდოდა თამაშზე წასვლა, საერთოდაც, მეგობრები სახლში შეკრებას აპირებდნენ, მაგრამ ბოლო მომენტში ქვესტის რეკლამა ნახეს და საბედისწერო გადაწყვეტილებაც მიიღეს.

ქვესტის თანამფლობელი მანსანკან-ის მოთამაშე, დაღესტნის ნაკრების წევრი ჰუსეინ იბრაგიმოვია. ის უკვე დააკავეს და დაიკითხეს. თუმცა ტრაგედიის დროს ის ადგილზე არ იმყოფებოდა. შენობაში დამონტაჟებული იყო ხანძარსაწინააღმდეგო სისტემაც, რომელმაც არ იმუშავა.