ტრაგედია დატრიალდა წუხელ თბილისში. ავტოსაგზაო შემთხვევას ქალბატონი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ის რუსთაველის გამზირზე შვილის სანახავად მიდიოდა. შემთხვევა ფონიჭალაში მოხდა.
როგორც გავარკვიეთ გარდაცვლილი ქალბატონი ელზა მებურიშვილია.
“ჩემი თანამშრომელი იყო, თავადაც ხშირად დადიოდა აქციებზე, როგორც გავიგეთ შვილის წამოსაყვანად მიდიოდა წუხელ რუსთაველზე და გზაში ეს ტრაგედია შეემთხვა, ავტობუსი დაეჯახა და მრავლობითი ტრავმით კლინიკაში მალევე გარდაიცვალა” – უყვებიან AMBEBI.GE-ს გარდაცვლილის ახლობლები.
ეს ფოტო იყო ბოლო, წუხელ რაც გამომიგზავნე აქციიდან და გაფრინდი… Რა გეჩქარებოდა” – წერს ვახო კანკავა და აქვეყნებს ფოტოს, რომელიც ელზა მებურიშვილისგან ბოლოს მიიღო.
ელზა მებურიშვილი 3 დღის წინ თბილისში განვითარებულ მოვლენებზე წერდა:
“ძალიან ცოტანი ვართ ქართველები საიმისოდ ” სხვისი ჭირი,ღობეს ჩხირი რომ იყოს”…. ის რომ არ გესმით ადამიანები აქციაზე დგომით მარტო თავისი კი არა თქვენი ქვეყნის გადარჩენასაც ცდილობენ არა უშავს , მაშინ როდესაც თქვენ “ახლის შიშით” შეჩვეულ ჭირს ეგუებით,……შენ “დეგრადირებულო ქართველო” ,როცა უნარი არ გაქვს უკეთესობისკენ შეცვალო შენი ყოფა და ჭაობში ზიხარ და თან ამით კმაყოფილი ხარ!
კმაყოფილი ხარ იმით რომ 12 წელია სოციალურად დაუცველის სტატუსი გაქვს და არქიპოზე ლოცულობ!…. არა გრცხვენია მაინც?!….სოციალურს რომ აიღებ და “გარყვნილ” ევროპაში მიდიხარ სამოგზაუროდ არც მაშინ გრცხვენია?! არც ჩემი არ გრცხვენია 24/7- ზე რომ ვმუშაობ და შენ გინაწილებ , ზუსტად გინაწილებ ჩემს გამომუშავებულ თანხას სოციალურის სახით!…
განათლება არ გაქვს, გონება არ გაქვს! სირცხვილის გრძნობა არ გაქვს! მაგრამ თანაგრძნობის უნარი სად წაიღე? შენი თანატოლი გოგო-ბიჭები,შენი შვილის თანატოლები! შენი შვილიშვილის თანატოლები…რომ იწამლებიან და იჭყლიტებიან,ენა როგორ გიბრუნდება იმის სათქმელად რომ “ღირსები არიან”… ღმერთს მაინც ახედე, ვაიდა რას გიმზადებს ხვალ ბედისწერა მნიშვნელობა არა აქვს ვის მხარეს დგანან, რისი სერავთ ან სწამთ! ადამიანები არიან…. თქვენი სისხლი და ხორცი დგას იქ … და, ძმა, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძაშვილი…. მეგობრებზე არაფერს ვამბობ! თქვენი სისხლი და ხორცი იხრჩვება იქ, იმდენი სინდისი მაინც იქონიოთ იქნება რომ,ჩუმად ყოფნით მაინც დადოთ პატივი”,