გორმედში” გარდაცვლილი ქალის დედა ამბობს, რომ მშობიარობის შემდეგ მისი შვილი და შვილიშვილი თავს კარგად გრძნობდნენ, საღამოს კი ექიმებმა შეატყობინეს, რომ მოულოდნელად გული გაუჩერდა.
“ჩამოვიდა ექთანი და გვითხრა, წამობრძანდით მეუღლე და დედა, რომ თქვენი შვილი ნახოთო. წავედით პალატაში, ჩემი შვილი კარგად იმყოფებოდა, ნორმალურად შეგვხვდა. საღამოს 6 საათი რომ მოვიდა, ექიმმა შეამოწმა, ყველაფერი კარგად არისო, გადააბარა მორიგე ექიმს და წავიდა სახლში. 9-ის ნახევარზე შეიქმნა ცუდად. ელექტროშოკი გამოიყენეს და მერე თქვეს უკვე, რომ გული გაუჩერდა ბავშვსო, რაღას უყურებთო. მერე გამიყვანეს იქით, არ იცოდნენ მე თუ მშობელი ვიყავი. მერე დავრეკე სახლში, გამოდით, მომხედეთთქო. ჩემი და ამოვიდა და ამ დროს ჩემი შვილი გაჰყავდათ, უკვე ხელებგადაყრილი იყო. ბავშვი უკვე სისხლისგან იყო დაცლილი. სისხლს რომ უღებდნენ ვენას ვეღარ პოულობდნენ. ” ამბობს გარდაცვლილის დედა.
ოჯახს ახლა პრეტენზიები მედიკოსების მიმართ აქვთ. გარდაცვლილის ქმარი ამბობს, რომ მედპერსონალი პირადადაც კი არ გამოსულა ოჯახთან, რომ ამ ტრაგედიის შესახებ მათთვის შეეტყობინებინათ.
“კლინიკამ გვითხრა თავიდან თრომბი არისო, მერე არ აღმოჩნდა თრომბი, ფარული სისხლდენააო, კუჭის წყლული ხო არ ჰქონდაო. მე ვუთხარი კუჭი არ ტკიებიათქო. არც კი იკადრეს გამოსულიყვნენ და ეთქვათ, რომ პაციენტი დაეღუპათ. პოლიციელი მომიგზავნეს და იმან მითხრა, რომ აპარატიდან უნდა გამორთონ აზრი აღარ აქვსო”, – ამბობს დაღუპული ქალის მეუღლე, ამირან გოგინაშვილი ტვ პირველთან.