ზუგდიდში მე-8 სართულიდან მუშა ჩამოვარდა და დაიღუპა

ზუგდიდში, ცოტნე დადინის ქუჩაზე, 9 სართულიანი კორპუსის მე-8 სართულიდან მუშა რამდენიმე წუთის წინ ჩამოვარდა.

არსებული ინფორმაციით, იგი თურქეთის მოქალაქეა.

თვითმხილველების ცნობით, მამაკაცი შენობის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა სიმაღლიდან გადმოვარდა.

იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ განაცხადა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში შეიყვანეს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი, გულის გაჩერებით, რომელსაც რეანიმაციული ღონისძიებები უტარდება.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.