ხანძარი ბელიაშვილზე – ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა

ხანძარი ბელიაშვილზე – ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. 

როგორც „პრაიმტაიმს“ თვითმხილველი ადგილიდან ეუბნება, მეხუთე სართულზე, იქ, სადაც ცეცხლი გაჩნდა, არავინ ცხოვრობს და ბინა დაკეტილი იყო.

ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.

დამატებითი დეტალები, ამ დროისთვის, უცნობია.