ჩემს მეუღლეზე ვაბოდებ, ყველაზე სიმპათიური და მაღალია…“ – როგორ გაიცნო მარიამ ლამაზმა მეორე ნახევარი

მე ვარ მარიამ ლამაზი, მაიამიდან“ – ალბათ, ტიკტოკის სქროლვისას, ეს ფრაზა ერთხელ მაინც მოგისმენიათ. ეს მარიამ ლამაზია, რომელმაც ოჯახი აშშ-ში შექმნა და მეუღლესთან ორ შვილს ზრდის. ის ახლა საქართველოში იმყოფება და ერთ-ერთი გადაცემაში გაიხსენა, როგორ გაიცნეს მან და ნელსონმა ერთმანეთი:

2016 წელს გავიცანი ჩემი მეუღლე. მე უკვე მაიამიში ვიმყოფებოდი, როცა სოციალურ ქსელში მომწერა: „გამარჯობა, ლამაზოო“. ერთი თვე ვიმესიჯეთ. ერთ თვეში პაემანზე რომ არ დამიძახა, მეთქი რა ხდება. მე არ მჭირდება „ონლაინ“ მეგობარი, თუ მივდივართ პაემანზე, წავიდეთ მეთქი. ან პაემანი, ან არაფერი მეთქი. მეორე დღეს დამიძახა… რომ შევხვდი, ეს პირველი წამით სიყვარული იყო. სულ თეთრები ეცვა, ჩამეხუტა, მე დავდნი.

ოჯახი 2 წელში შევქმენით. საუკეთესო მეუღლეა, დამხმარე არ გვყავს და ახლა აქეთ რომ ვარ, ვხვდები როგორ მაკლია… “ – ამბობს ტიკტოკერი