ტვინი არის ორგანო, რომლის კონტროლიც შეუძლებელია. ტვინს არასოდეს სძინავს, მაგრამ აუცილებლად სჭირდება დასვენება, დადებითი სტიმული და ემოციები.
ნეიროქირურგები გვირჩევენ, რომ ყოველთვის გამოვძებნოთ დრო საკუთარი თავისთვის. გამოვეთიშოთ ყოველდღიურ რეალობას, მოვდუნდეთ, ვისიამოვნოთ სიმშვიდით, მივანიჭოთ საკუთარ თავს ბედნიერება და სიხარული. ვუცქიროთ ცას, დავატკბეთ პეიზაჟებით, მოვუსმინოთ სასიამოვნო მელოდიებს და ავიმაღლოთ განწყობა.
ვიკვებოთ ზომიერად, რადგან კუჭი ზედმეტად ტვირთავს ტვინს. რეკომენდებულია ცოტა-ცოტა შავი ღვინის დალევა, რადგან ხელს უწყობს თავის ტვინში კაპილარების გაწმენდას, მაგრამ მიიღეთ მხოლოდ ზომიერად, რადგან ალკოჰოლი ანადგურებს ნერვულ უჯრედებს.
შვებულების დროს ან ცივ სეზონებში თავს ზედმეტის უფლებას ვაძლევთ, ვჭამთ ნორმაზე მეტს, უმეტეს დროს ვატარებთ კომპიუტერთან, რა თქმა უნდა ეს ყველას არ ეხება, ჭარბათ ვიღებთ ყავას_ ყველაფერი ეს კი საზიანოა ტვინისთვის.
ექიმები გვირჩევენ, რომ ძილის დროს მობილური დავდოთ საწოლიდან მოშორებით.
ნაკლები დრო გავატაროთ ტელევიზორთან (ნუ მივცემთ ტვინს უფლებას, გახდეს ახალი ამბების მსხვერპლი).
დავლიოთ წყალი გაღვიძებისთანავე.
სიხარული ტვინის ნამდვილი საკვებია! დროა შევცვალოთ ჩვევები და ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე!