ევაკუაცია აეროპორტში, ბომბის არსებობის საფრთხე, თავდასხმა სარკინიგზო ქსელზე – რა ხდება საფრანაგეთში ოლიმპიადის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე (ფოტოები)

რამდენიმე სა­ათ­ში პა­რიზ­ში ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნის ცე­რე­მო­ნია და­ი­წყე­ბა, თუმ­ცა მა­ნამ­დე ფრან­გი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე არი­ან. მთე­ლი დღეა, არე­უ­ლო­ბის შექ­მნის მცდე­ლო­ბას ვხე­დავთ.

ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ის წინ, საფ­რან­გე­თის ჩქა­როს­ნულ სარ­კი­ნიგ­ზო ქსელ­ზე რამ­დე­ნი­მე თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და.

საფ­რან­გე­თის ეროვ­ნუ­ლი რკი­ნიგ­ზის ცნო­ბით, კომ­პა­ნი­ის ობი­ექ­ტებს ცე­ცხლი გან­ზრახ წა­უ­კი­დეს და და­ზი­ა­ნე­ბულ ხა­ზებ­ზე მოძ­რა­ო­ბა შე­ფერ­ხდა. აღ­დგე­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი კი ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გარ­და ამი­სა, აზელ-მი­უ­ლუ­ზის აე­რო­პორ­ტში ევა­კუ­ა­ცია გა­მო­ცხად­და, რად­გან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს “ბომ­ბის არ­სე­ბო­ბის” შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნეს. ბომ­ბი არ აღ­მოჩ­და და აე­რო­პორ­ტმა მუ­შა­ო­ბა გა­ნა­ახ­ლა.

ევა­კუ­ა­ცი­ის შემ­დეგ, საფ­რან­გეთ­ში, ბა­ზელ-მი­უ­ლუ­ზის აე­რო­პორ­ტმა მუ­შა­ო­ბა გა­ნა­ახ­ლა, – ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას აე­რო­პორ­ტი ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ცნო­ბით, ზო­გი­ერ­თი რე­ი­სი გა­უქ­მდა და ზო­გიც გა­და­ი­დო.

რო­გორც აე­რო­პორ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, მგზავ­რე­ბის ევა­კუ­ა­ცია უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით გახ­და სა­ჭი­რო. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, ვინ დგას ამ ყვე­ლაფ­რის მიღ­მა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ საფ­რან­გეთ­ში რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს ჯა­შუ­შო­ბი­სა და არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბის ბრალ­დე­ბით.