მცირეწლოვანი ბავშვზე სექსუალური ძალადობისთვის შუახნის მამაკაცია დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.
7 წლის ბავშვის დედა “კურიერს” უყვება, როგორ იძალადა 43 წლის მამაკაცმა მის არასრულწლოვან შვილზე. ქალი თბილისის ერთ-ერთ უბანში სავაჭრო ცენტრში მუშაობს. იმ დღეს სამსახურში თან ახლდა შვილიც, რომელიც უცხო მამაკაცის მხრიდან გარყვნილი ქმედების მსხვერპლი გახდა.
მომხდარის შესახებ ბავშვმა დედას უამბო, რის შემდეგაც საქმეში პოლიცია ჩაერთო. სამართალდამცველები დამნაშავის კვალზე კამერის ჩანაწერებით გავიდნენ. ირკვევა, რომ მამაკაცი არასრულწლოვანს უთვალთვალებდა, სარდაფში კი ზუსტად იმ მომენტში ჩაიტყუა, როცა ბავშვი დედისგან მოშორებით თამაშობდა. “კურიერი” დაინტერესდა, როგორ მოახერხა ბრალდებულმა დაცვის სამსახურით აღჭურვილი შენობის სარდაფში 7 წლის ბავშვის ჩაყვანა, თუმცა ამ დროისათვის დაკავებულის ადვოკატი კომენტარზე უარს ამბობს.
ამ დროისთვის ბრალდებული წინასწარ პატიმრობაშია.