მძიმე ავარიას ქედაში კაცი ემსხვერპლა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა გამთენიისას მოხდა. 

ადგილზე სასწრაფოს ერთი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა, ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.