დატბორილი სახლები და ეზოები – რა ხდება ოზურგეთში ძლიერი წვიმის შემდეგ?

ძლიერი წვი­მის შე­დე­გად, ოზურ­გე­თის ქუ­ჩე­ბი და­იტ­ბო­რა. უხვი ნა­ლე­ქი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ეზო­ებ­სა და პირ­ველ სარ­თუ­ლებ­ში შე­ვი­და, რა­მაც სა­ყო­ფა­ცხოვ­რებ­ლო ტექ­ნი­კა და სხვა ნივ­თე­ბი და­ა­ზი­ა­ნა.

ად­გილ­ზე შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

ძლიერი წვი­მის გამო შექ­მნი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბის მიზ­ნით, სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობთ. უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად დატ­ბო­რი­ლია ქა­ლაქ ოზურ­გე­თის ქუ­ჩე­ბი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი და და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია ელექტრო გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბი.

ამ წუ­თებ­ში, მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია მე­რი­ის ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი; სტი­ქი­ის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­წყე­ბუ­ლია და აქ­ტი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა – გუ­რი­ის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ჯგუ­ფე­ბი და “ენერ­გო პრო ჯორ­ჯი­ას“ თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სრუ­ლად არი­ან ჩარ­თუ­ლი”, – აცხა­დე­ბენ ოზურ­გე­თის მე­რი­ა­ში.