გოგო მანქანაში ჩატენეს, ბებიას ურტყეს… არ ვიცი სად არის ჩემი შვილი, ცოცხალია, თუ არა“ – რა ხდება ცნობილი სოფელ კაბალიდან 23 წლის ქალის გატაცების თაობაზე?

კახეთში სო­ფელ კა­ბალ­ში 23 წლის ქალი გა­ი­ტა­ცეს. სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რით გა­და­ღე­ბულ, გა­ტა­ცე­ბის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­კად­რებს და ახალ დე­ტა­ლებს ტე­ლე­კომ­პა­ნია “ფორ­მუ­ლა“ ავ­რცე­ლებს. ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ ქალს, რო­მე­ლიც ბე­ბი­ას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, რამ­დე­ნი­მე კაცი მან­ქა­ნა­ში ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით სვამს.

23 წლის გუ­ნელ გა­სა­ნო­ვას ამ დრომ­დე ეძე­ბენ.

გა­ტა­ცე­ბუ­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­მომ­ძი­ებ­ლებს კი­თხვებ­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში პა­სუ­ხობ­დნენ.

“არ ვიცი, სად არის ჩემი შვი­ლი, ცო­ცხა­ლია თუ არა. რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია… ჩემი შვი­ლი მან­ქა­ნას აპარ­კინ­გებ­და, რო­დე­საც ბიჭი მი­უ­ახ­ლოვ­და. ამ­ბო­ბენ, რომ სულ 4 კაცი იყო. იქვე იდგა “მერ­სე­დე­სიც”, სა­დაც ჩა­ტე­ნეს. გოგო მან­ქა­ნა­ში ჩა­ტე­ნეს, ბე­ბი­ას ურტყეს. მან­ქა­ნას ოჯახ­მა მი­აკ­ვლია, რო­მე­ლიც ცა­რი­ე­ლი იდგა ერთ -ერთ ეზო­ში, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა არა­ფე­რი იცი­ან. მთე­ლი ღამე ვი­კი­თხე­ბო­დით“, – აცხა­დებს გა­ტა­ცე­ბუ­ლის მამა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია კა­ხეთ­ში, სო­ფელ კა­ბა­ლი­დან, 23 წლის ქა­ლის გა­ტა­ცე­ბის შე­სა­ხებ.