მსხვერპლით დასრულებული მორიგი ავარია – რა მოხდა ქედაში?

ქედაში  მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნის სატ­ვირ­თოს­თან შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად, ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ერთი კი და­შავ­და ქე­და­ში ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა, ერთი კი და­შავ­და.

რო­გორც სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრში “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­დეს, და­შა­ვე­ბუ­ლი პირი ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არ­სე­ბულ კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი ტრავ­მა აღე­ნიშ­ნე­ბა. მიმ­დი­ნა­რე­ობს და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვი­სას ერ­თმა­ნეთს მსუ­ბუ­ქი და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა. მომ­ხდა­რის გამო მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღო­ლი და­ი­ღუ­პა. ად­გილ­ზე შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.