მწვანე ლობიოს კონსერვი ზამთრისთვის – დიასახლისის რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი
  • ზეთი – 2.00 ლ
  • ოხრახუში – 300.00 გ
  • ქინძი – 300.00 გ
  • ნიახური – 300.00 გ
  • პამიდორი – 5.00 კგ
  • მწარე წიწაკა, წითელი – 500.00 გ
  • ნიორი – 350.00 გ
  • ხახვი – 2.00 კგ
  • სტაფილო – 2.00 კგ
  • წითელი ბულგარული წიწაკა – 3.00 კგ
  • მწვანე ლობიო – 10.00 კგ

მომზადების წესი

ბოსტნეული დავჭრათ სასურველ ზომებად და ცალ-ცალკე მოვშუშოთ ზეთში (ხახვი,ბულგარული,სტაფილო). ლობიო დავამტვრიოთ და ცალკე მოვხარშოთ. პომიდორი გავატაროთ. რომ წამოდუღდება, დავამატოთ გატარებული ნიორი და წიწაკა და ერთად ვადუღოთ.

ყველაფერი ცალ-ცალკე რომ მოიშუშება და მოიხარშება, გავაერთიანოთ, დავამატოთ დაჭრილი მწვანილი, სუნელები, მარილი გემოვნებით და კიდევ რამდენიმე წუთი ვშუშოთ. შემდეგ მდუღარე მოვათავსოთ გასტერილებულ ქილებში და მოვხუფოთ.1 დღე შევფუთოთ.უგემრიელესი გამოდის!