ყველი დამლაშდა? გასწავლით მარტივ ხერხებს მარილის გასანეიტრალებლად

ყველი რძის კონცენტრირებული ცილებია. ის შეიცავს ადვილად მოსანელებელ ცილებსა და ცხიმებს, მდიდარია კალციუმით, ფოსფორითა და სხვა მინერალური ნივთიერებებით, A და B ჯგუფის ვიტამინებით. ყველის მიღების ტექნოლოგია რამდენიმე ეტაპს მოიცავს. ესენია: რძის ასაჭრელად მომზადება, აჭრა, ზედმეტი შრატის მოცილება, მიღებული შენადედის დაჭრა, ფორმირება, დაწნეხა, დამარილება და დამწიფება. ყველი პასტერიზებული საღი რძისგან უნდა დამზადდეს. განასხვავებენ მაგარ და წათხის ყველებს. ჩვენში უფრო მეტად წათხის ყველია მიღებული, ხოლო მისი ერთ-ერთი სახეობა, სულგუნი, მოგეხსენებათ, ჩვენი ნაციონალური პროდუქტია. წათხიანი ყველები ნაკლებცხიმიანია. ცხიმიანი ყველი ნაკლებ მარილს იღებს. მარილიანი ყველი, შესაბამისად, ნაკლებცხიმიანია.

დიასახლისები ყველის შესანახაად, დამარილების ხერხს მიმართავენ. ხშირია შემთხვევა, როდესაც ყველი მლაშდება, საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე ხერხი, რითაც შევძლებთ გამკლავებას ამ უსიამოვნო შედეგისაგან.

1. დაჭერით ყველი ნაჭრებადდა გამოუცვალეთ წყალი ხშირად.

2. დაჭერით ნაჭრებად, დაასხით წყალი რომელშიც გახსნილია 2 სუფრის კოვზი ძმარი 2 ჩაის კოვზი შაქარი.

3.შაქარი დაუმატეთ წყალს და გააჩერეთ მეორე დღემდე,აღარ იქნება მარილიანი.

4. 1ლიტრა ცივ წყალზე დაამატეთ არყის ჭიქა თეთრი ძმარი დაჩააწყვეთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ყველი, 2 საათისშემდეგ გასინჯეთ, თუ საკმარისად არ იქნება გამოსული მარილი კიდევ ცოტა ხანს გააჩერეთ.

5. სახაჭაპუროდ თუ გინდათ, დაფშვენით, მარლაში მოათავსეთ და ჩადეთ ცივ წყალში. 5 წუთში გამოიყვანს.

6. ჭამის წინ დაასხით ცხელი წყალი და გააჩერეთ 3 წუთით. სულგუნივითაც გახდება.

7. დაჭერით სქელ ნაჭრებადდა ცივ წყალში ჩადეთ მთელი ღამე. საუკეთესო შედეგს მიიღებთ.

8. ძმრიან წყალში ჩადეთ, შემდეგცივი წყლით გარეცხეთ, ძმრის გემო არ ექნება.

9. წყალში ჩადეთ და მჭადის ფქვილი მოაყარეთ.

10. ხაჭო შეურიეთ. ხაჭაპურედაც კარგი გამოვა და მარილის გაყვანაზე არ იწვალებთ. როცა ყველი კარგი და ცხიმიანია, თავისუფლად იმატებს თავის ნახევარ ხაჭოს. იდეალური ხაჭაპური გამოდის.