- ძირა
- მარილი და წიწაკა
- ცხიმი – 1.00 ს/კ
- ქინძი, რეჰანი, ოხრახუში
- ნიორი – 2.00 კბილი
- ხახვი – 3.00 თავი
- ხორცის ფარში – 600.00 გ
- ბულგარული წიწაკა – 500.00 გ
- პომიდორი – 1.00 კგ
- ბადრიჯანი – 1.00 კგ
- მომზადების წესი
- ხახვი წვრილად დავჭრათ. წიწაკებს ამოვაცალოთ თესლი და მეოთხედებად დავჭრათ. პამიდვრები გავჭრათ შუაზე, ბადრიჯნები – მსხვილ, მოგრძო ნაჭრებად. ხახვი ხორცის ფარშთან ერთად მოვშუშოთ. შუშვისას დავუმატოთ ცოტა წყალი. ფარშს დავუმატოთ სანელებლები და ნიორი. საცხობ ფორმას წავუსვათ ცხიმი, ჩავაწყოთ ბადრიჯანი, შემდეგ წიწაკა, ხორცის ფარში, დაჭრილი მწვანილი და ბოლოს – პამიდვრები. ყველა ფენას მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. პამიდვრებს ზემოდან წავუსვათ ცოტა ცხიმი და შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ მომზადდება.