ორაგული მაყვლით

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1,5 ჭიქა გახეხილი მაყვალი

🔸 2,5 სადილის კოვზი წითელი ღვინის ძმარი

🔸 500 გრამი ორაგულის ფილე

🔸 1 ჩაის კოვზი ლიმონიანი და პილპილიანი მარილი

🔸 1 ჭიქა მაყვალი

🔸 5 ღერი მწვანე ხახვი

🔸 ზეითუნის ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

პატარა ქვაბით 2-3 წუთის განმავლობაში წამოადუღეთ მაყვალი და წითელი ღვინის ძმარი. თევზს მოასხით ზეთი, მოაყარეთ ლიმონიანი და პილპილიანი მარილი და კანით ქვემოთ მოათავსეთ გახურებულ ტაფაზე, დააფარეთ თავსახური და შეწვით ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს. თევზი გადმოიღეთ თეფშზე, მოასხით სოუსი, ზემოდან მოაყარეთ მაყვალი და დაჭრილი მწვანე ხახვი.