საშინელი ავარია: მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა, დაიღუპა 3 ადამიანი…- სად დატრიალდა ტრაგედია – დეტალები

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველი არიან მობილიზებული.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276 მუცლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.