“ეროვნული ნაკრებისგან გვერდში დგომა გვინდოდა, გვეგრძნო… ყვე­ლას მო­სა­წო­ნად ყვე­ლა­ფერს ვერ იტყვი, მაგ­რამ… ყველას გვეწყინა” – ქალთა ნაკრების მეკარე, რომლის მწვრთნელიც გიორგი მამარდაშვილის მამაა, შესაძლოა ევროპის ჩემპიონატზე ვიხილოთ

ახლახან საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია – გოგონები სამ საუკეთესო მეორეადგილოსანს შორის მოხვდნენ და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში ირლანდიასთან ითამაშებენ. პლეი ოფის მატჩების პირველი რაუნდი შემოდგომაზე, 23 -29 ოქტომბერს გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში, პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.

ამ გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედითათია გაბუნიაა, რომელიც საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების კარს იცავს. მისი საფეხბურთო კარიერა ლანჩხუთის “ლანჩხუთში“ იწყება და კლუბ “კვარტალში“ გრძელდება. ის ერთი მათგანია, ვინც სტერეოტიპებს ამსხვრევს და ამტკიცებს, რომ ფეხბურთი ქალის საქმეცაა.

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი სპორტს მშვენივრად უთავსებს სწავლას და აქვს ოცნება – რომელიმე ევროპულ კლუბში ითამაშოს, ამისთვის კი, როგორც მეუბნება, ბევრი უნდა იშრომოს და განვითარდეს. მისთვის დიდი პატივია, ბოლო დროს “ქალი მამარდა“, და “დედარდა“ რომ შეარქვეს. ცნობისათვის, თათიას მწვრთნელი გიორგის მამა –დავით მამარდაშვილია.

ბავშვობაში ძირითადად თავდასხმაში ვთამაშობდი“

– ჩოხატაურში დავიბადე, ვსწავლობდი პირველ საჯარო სკოლაში. ბავშვობაში დავდიოდი ცეკვაზე, ხატვაზე, მუსიკალურ სკოლაში… ფეხბურთის თამაში ეზოში დავიწყე, ძირითადად ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი. მერე მივხვდი, რომ მაინტერესებდა ფეხბურთი, მინდოდა მეთამაშა და გავყოლოდი ამ სპორტს, უბრალოდ, არ ვიცოდი, იყო თუ არა ქალთა გუნდი. ხშირად არ ვამბობ, მრცხვენია იმის თქმა, რომ ფეხბურთის ყურებით არასდროს ვყოფილვარ დაინტერესებული, ახლაც იშვიათად ვუყურებ… უბრალოდ, მომწონდა კარში ბურთის დარტყმა, ის ხალისი, რაც თამაშს ახლავს, მიყვარდა ბავშვებთან ერთად გართობა. ბავშვობაში, ძირითადად, თავდასხმაში ვთამაშობდი. ერთ დღეს, მამას მეგობარი იყო ჩვენთან მოსული და მითხრა, ლანჩხუთშია ქალთა გუნდი, რომელიც საქართველოში პირველიაო და ამ დღიდან მომივიდა აზრი, რომ იქ წავსულიყავი. სურვილი ოჯახში გამოვთქვი, რასაც მშობლების მხრიდან დიდი ნეგატივი მოჰყვა, მეუბნებოდნენ: შენ გოგო ხარ და არ შეგშვენის ფეხბურთის თამაში, სხვა საქმით უნდა დაკავდე, სწავლას უნდა მიხედოო და ა.შ. მაინც არ დავიშალე… დავიწყე ფეხბურთის თამაში “ლანჩხუთში“, სკოლიდან მინი ტურნირებზე მომიწია გასვლა. ტურნირის დასრულების შემდეგ ჩემთან მოვიდა ნაკრების მაშინდელი მწვრთნელითამაზ კოსტავადა შემომთავაზა, მასთან მეთამაშა ეროვნულ ნაკრებში და გუნდს დავხმარებოდი. მან ნაკრებში მიმიწვია, როგორც თავდამსხმელი. დროთა განმავლობაში დამაინტერესა როგორი იქნებოდა მეკარის პოზიცია, მეკარის თვალით დანახული ფეხბურთის თამაში, თამაზმაც შემომთავაზა, მეკარეობა სინჯე, იქნებ უკეთესად გამოგივიდესო და ასე აღმოვჩნდი თავდასხმიდან – კარში.

“მეკარეობა და კაპიტნობა ერთდროულად დიდი პასუხისმგებლობაა“

სიმაღლით 173სმ. ვარ, სურვილი მექნებოდა, მეტის ვყოფილიყავი… ზოგადად, მეკარეს სიმაღლე და ბევრი სხვა რამ სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მას არ უწევს ბევრი სირბილი, მაინც ისევე იღლება, როგორც ყველა ფეხბურთელი. ვარჯიშზე შეიძლება მეკარე უფრო დაიღალოს, ვიდრე ფეხბურთელი, რადგან ამ სფეროს სხვა სპეციფიკა აქვს. მას სჭირდება გამძლეობა, სიზუსტე, ხტომა, სისწრაფე, სისხარტე, კონცენტრაცია და ყველაფერი. ნაკრებში 17 წლამდელებში, შემდეგ 19 წლამდელებშიც კაპიტანი ვიყავი, რაც ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ორმაგი პასუხისმგებლობაა. მეკარე გუნდის 50%-ს წარმოადგენს, თუ სიტყვაზე, მთელი გუნდი ცდილობს გოლი გაიტანოს, დაცვა ცდილობს კარი დაიცვას, შენც მაქსიმალურად უნდა ეცადო, რომ მოგებული თამაში არ შეტრიალდეს და კარი შეინარჩუნო.

“სტერეოტიპები დავამსხვრიეთ…”

– სტერეოტიპები მართლაც დავამსხვრიეთ… ადრე თუ ყველას ეჩვენებოდა, ქალის ფეხბურთი სისულელეა, ახირებაა და მშობლები გოგონებს ამ სპორტზე არ უშვებდნენ, დღეს მათაც დაინახეს, რომ ეს ადამიანის თავისუფალი, ჯანსაღი მისწრაფებაა. ჩემს არჩევანს თავდაპირველად თუ აპროტესტებდნენ, დღეს ჩემი დედ-მამა, ოჯახი ჩემი პირველი გულშემატკივარია.

ჩვენსა და ვაჟთა ნაკრებს შორის ის განსხვავებაა, რომ იქ სხვანაირი სისწრაფე, ფიზიკური მონაცემები და სხვა ხარისხია. ჩვენ უფრო ახალბედები ვართ ამ სფეროში, მიუხედავად იმისა, რომ ქალები ფეხბურთს ჩვენამდეც თამაშობდნენ. ჩვენთან ეს სპორტი იმდენად აქტუალური არ იყო, ბევრმა არ იცოდა მისი არსებობა, ქალთა ფეხბურთმა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში უფრო წამოიწია. ერთმანეთთან საერთო ის გვაქვს, რომ როგორც ვაჟთა ეროვნულ ნაკრებში არიან ერთიანნი და აქვთ შეკრული გუნდი, ჩვენც ისე გავდივართ მოედანზე, როგორც ერთი ოჯახი. ვთვლით, რომ ჩვენც და ბიჭებიც ერთ დიდ ოჯახს წარმოვადგენთ.

გამიხარდებოდა, სხვა ფორმით ეთქვა სათქმელი“

– სამწუხაროდ, ამდენი წვალების და თავის გამოჩენის შემდეგ მაინც ხდება ისე, რომ ზოგიერთები ჩვენს მიმართ ნეგატიურ შეფასებას გამოთქვამენ. მესმის, ეს მათი შეხედულებაა და გემოვნება, ყველას აზრს დიდ პატივს ვცემ, უბრალოდ, თხოვნა მექნება, სანამ რამეს იტყოდნენ, გამოხატვის ფორმას დაუკვირდნენ, იცოდნენ, სად, რა და როგორ თქვან. მით უმეტეს ახლა, როცა ქალთა ნაკრებს მნიშვნელოვანი ეტაპი გვაქვს – წინ ერთა ლიგის პლეიოფია, ზუსტად ახლა გვჭირდება ელემენტარული გამხნევება – “აბა, თქვენ იცით, გოგონებო, წარმატებას გისურვებთ“ და არა ის, ქალებს რა გაწივლებთ და გაკივლებთო. ამასწინათ, თამაშის ბოლოს პენალტი რომ გავიტანეთ, ამის ვიდეო შემხვდა, რასაც ბევრი უხეში კომენტარი ახლდა – რა გაწივლებთ, პენალტი იყო, რა გააკეთეს და რა უხარიათ ამისთანა და მსგავსები. თუმცა, საბედნიეროდ, მარტო ნეგატივიც არ არის, ხალხის დამოკიდებულება შეიცვალა…

ადრე, 5-6 წლის წინ, თა­მა­შებს თუ ვა­გებ­დით, მარ­თლა გვა­პარ­ტა­ხებ­დნენ, მო­გე­ბულ თა­მაშ­ზეც კი სა­ზი­ზღრო­ბებს გვი­წერ­დნენ. ახლა, ბო­ლოს ბე­ლა­რუს­თან რომ დავ­მარ­ცხდით, პი­რი­ქით, ყვე­ლა პო­ზი­ტივს ას­ხი­ვებ­და, გულს გვი­კე­თებ­დნენ – არა უშავს, თქვენს გვერ­დით ვარ­თო, გვამ­ხნე­ვებ­დნენ, რაც მარ­თლა დიდ მუხტს გვძენს და “ჟილ­კას“ გვი­მა­ტებს, თა­მა­ში რომ მო­ვი­გოთ.

გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნის გა­მო­ნათ­ქვა­მი ყვე­ლას გვე­წყი­ნა, თან იმ დროს, როცა გვერ­დში დგო­მა გვჭირ­დე­ბო­და. მეს­მის მისი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, არ მინ­და რამე უხე­შად გა­მო­მი­ვი­დეს, ყვე­ლას მო­სა­წო­ნად ყვე­ლა­ფერს ვერ იტყვი, მაგ­რამ ცოტა მე­რეც შე­იძ­ლე­ბო­და ამა­ზე ლა­პა­რა­კი. ეს ის პე­რი­ო­დია, ქა­ლებს სტი­ლით წამ­ყვან ვაჟ ფეხ­ბურ­თე­ლებს გვა­და­რე­ბენ, თან პლე­ი­ოფს ვთა­მა­შობთ. შე­იძ­ლე­ბო­და გი­ორ­გის ცოტა სხვა კო­მენ­ტა­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნა და რა­საც რე­ა­ლუ­რად ფიქ­რობ­და, მის­თვის და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლის­გან გვერ­დში დგო­მა გვინ­დო­და გვეგ­რძნო, ეს მო­მენ­ტი გვაქვს, თო­რემ, მეს­მის, რა­საც ფიქ­რობს და ყვე­ლა­ნა­ი­რად პა­ტივს ვცემ მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. გა­მი­ხარ­დე­ბო­და, სხვა ფორ­მით ეთ­ქვა სათ­ქმე­ლი.

.

  • “მინ­და, დიდი ფეხ­ბურ­თი ვი­თა­მა­შო სად­მე, ევ­რო­პულ კლუბ­ში“

– თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი მყავს, მაგ­რამ ვცდი­ლობ, ამ ყვე­ლა­ფერს თავი ავა­რი­დო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჯერ­ჯე­რო­ბით სიყ­ვა­რულ­ზე არ მი­ფიქ­რია, მინ­და უფრო განვვი­თარ­დე, გავ­ცდე თუნ­დაც სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებს და უფრო დიდი ფეხ­ბურ­თი ვი­თა­მა­შო სად­მე, ევ­რო­პულ კლუბ­ში. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მქონ­და რამ­დე­ნი­მე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, იყო ცრუ და­პი­რე­ბაც, ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, სა­ნამ ნორ­მა­ლუ­რი და რე­ა­ლუ­რი რა­ღაც არ გა­მოჩ­ნდე­ბა, რა­საც ჩა­ვე­ჭი­დე­ბო­დი და რაც ჩემს მო­მა­ვალს გან­სა­ზღვრავ­და, ვი­მუ­შა­ვო სა­კუ­თარ თავ­ზე, უფრო გავძლი­ერ­დე. “დე­დარ­და“ შე­მარ­ქვეს (იცი­ნის), ისე გა­ბუს მი­ძა­ხი­ან. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო, როცა ასე­თი დო­ნის მე­კა­რეს გა­და­რე­ბენ და გე­ტყვით, რომ გი­ორ­გის დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ, მით უმე­ტეს, მა­მა­მი­სი მე­კა­რე­ე­ბის მწვრთნე­ლია ჩვენ­თან, ნაკ­რებ­ში (სამი მე­კა­რე ვართ ნაკ­რებ­ში) და თით­ქმის 24/7-ზე მისი სა­ხე­ლი გვეს­მის.

  • მაქსიმუმს გა­ვა­კე­თებთ და შე­დეგს მა­ინც დავ­დებთ”

– თა­ვი­დან­ვე, როცა ფეხ­ბურ­თის თა­მა­ში და­ვი­წყე, ვი­ცო­დი, რომ სწავ­ლის გა­რე­შე არა­ფე­რი გა­მო­ვი­დო­და. ყვე­ლას ოჯახ­შია სი­ტუ­ა­ცია, როცა ბავ­შვი სპორ­ტს ჰკი­დებს ხელს, უნ­დათ, რომ სწავ­ლას არ ჩა­მო­შორ­დეს, სწავ­ლა და სპორ­ტი ერ­თმა­ნეთს შე­უ­თავ­სოს. სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჩა­ვა­ბა­რე შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, კულ­ტუ­რუ­ლი ტუ­რიზ­მის ფა­კულ­ტეტ­ზე. პა­ტარ-პა­ტა­რა მი­ზე­ზე­ბის გამო მო­მი­წია აკა­დე­მი­უ­რის აღე­ბა და წელს სწავ­ლას და­ვას­რუ­ლებ. სხვა­თა შო­რის, დე­კა­ნი და ლექ­ტო­რე­ბიც ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბი­ან და ხელს მი­წყო­ბენ, ქულა რომ არ და­მაკ­ლდეს, ამის­თვის პე­რი­ო­დუ­ლად ნაშ­რო­მებს ვაგ­ზავ­ნი. თა­ვი­სუ­ფალ დროს ყვე­ლა­ფერს “ვე­დე­ბი“, ხან კა­ლათ­ბურთს ვთა­მა­შობ, მოყ­ვა­რუ­ლის დო­ნე­ზე ცოტ-ცოტა ყვე­ლა­ფე­რი შე­მიძ­ლია. ჩემი პირ­ვე­ლი დიდი ოც­ნე­ბა იყო, დიდი ფეხ­ბურ­თი მე­თა­მა­შა და ეს შევ­ძე­ლი, ახლა მინ­და, რო­მე­ლი­მე ევ­რო­პუ­ლი გუნ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვიყო, გა­ვი­დე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს გა­რეთ და უკვე იქე­დან წარ­მო­ვა­ჩი­ნო ჩემი ქვე­ყა­ნა, ჩემი პა­ტა­რა რა­ი­ო­ნი და ოჯა­ხი. 3 წლით პა­ტა­რა ძმა მყავს, ის ადრე რაგბს თა­მა­შობ­და, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გამო სპორ­ტს შე­ეშ­ვა და დღეს რად­გან თბი­ლის­ში ვარ (ჩე­მე­ბი კი გუ­რი­ა­ში), ჩემი ძმა იღებს თავ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, თა­მა­შებ­ზე მო­ვი­დეს და მი­გულ­შე­მატ­კივ­როს.

წინ პლე­ი­ო­ფია, ოქ­ტომ­ბერ­ში ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის ნაკ­რებს ვე­თა­მა­შე­ბით, რო­მელ­თა­ნაც აქამ­დეც გვქო­ნია შეხ­ვედ­რა. წინა შეხ­ვედ­რა­ში მათ­თან დიდი ან­გა­რი­შით დავ­მარ­ცხდით, თუმ­ცა იმედს ვი­ტო­ვებ, რომ მაქ­სი­მუმს გა­ვა­კე­თებთ და ამ­ჯე­რად სა­უ­კე­თე­სო შე­დეგს დავ­დებთ.