იყო პერიოდი, როცა ოჯახში საჭმელიც კი არ გვქონია…“ – ლაშა ბექაური

ლაშა ბექაური ოლიმპიური თამაშების ორგზის ჩემპიონია. 

ჩემპიონს წარმატებამდე რთული და დაბრკოლებებით სავსე ცხოვრება ჰქონდა.

გადაცემაში „ნოესთან“ ბექაურმა ბავშვობაზე და რთულ პერიოდზე ისაუბრა.

„იყო პერიოდი, როცა ოჯახში საჭმელიც კი არ გვქონია. ბებიაჩემი და დეიდაჩემი, რომლებიც ახლა ემიგრაციიდან დავაბრუნე, ისინი იქიდან გვინახავდნენ. ბებიაჩემი საბერძნეთში, ათენში მუშაობდა ბოლო 19 წელია…

ჩამოდიოდა ხოლმე ბებიაჩემი პერიოდულად, მაგრამ ორ წელზე მეტია არ მინახავს. ბებიაჩემთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ყოველთვის გვინდოდა ერთად გვეცხოვრა“, – ამბობდა ლაშა ბექაური.