სამი და გარდაცვლილი იპოვეს: ვარაუდობენ, რომ ისინი ბოლო თვეები შიმშილობდნენ, რადგან სექტის წევრები იყვნენ – რა მოხდა სანქტ-პეტერბურგში?

სანქ-პე­ტერ­ბურ­გში სამი და, ოლ­გას, ქსე­ნი­ა­სა და პა­რას­კე­ვას სიკ­ვდილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეძ­რა. ქა­ლე­ბის ცხედ­რე­ბი მათ­მა ძმამ იპო­ვა.

  • გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქა­ლე­ბი ნა­თე­სა­ვებს მათ­თან სტუმ­რო­ბას უკ­რძა­ლავ­დნენ და იშ­ვი­ა­თად გა­დი­ოდ­ნენ კონ­ტაქ­ტზე, ამი­ტომ წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­დათ, რას საქ­მი­ა­ნობ­დნენ დები.

28 ივ­ლისს მათ­თან სახ­ლში უფ­რო­სი ძმა მი­ვი­და, რათა დები ქა­ლიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე და­ე­პა­ტი­ჟე­ბი­ნა, მაგ­რამ ისი­ნი გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­სუ­ლი ექი­მე­ბის წი­ნას­წა­რი დას­კვნით, ისი­ნი და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რის გარ­დაც­ვლი­ლე­ბი იყ­ვნენ.

რო­გორც გა­ირ­კვა, დები თავ­შე­კა­ვე­ბულ ცხოვ­რე­ბას ეწე­ოდ­ნენ.

“ცნო­ბი­ლია, რომ ოლგა 2021 წლი­დან აღარ მუ­შა­ობ­და და დეპ­რე­სი­ა­ში იყო. ქსე­ნია და პა­რას­კე­ვა ხში­რად რჩე­ბოდ­ნენ მას­თან. დებს საკ­ვებ­სა და ფულს პენ­სი­ო­ნე­რი დედა აწ­ვდი­დათ, მაგ­რამ ცოტა ხნის წინ, გო­გო­ნებ­მა უარი გა­ნა­ცხა­დეს ფულ­სა და საკ­ვებ­ზე, რის შე­დე­გა­დაც წო­ნა­ში ძა­ლი­ან და­იკ­ლეს”ამ­ბობს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ დებ­მა შიმ­ში­ლო­ბა ორი თვის წინ და­ი­წყეს. ისი­ნი გა­რეთ აღარ გა­დი­ოდ­ნენ და არც სახ­ლში უშ­ვებ­დნენ ახ­ლობ­ლებს. ბი­ნი­დან გა­უშ­ვეს უმ­ცრო­სი ძმა, რო­მე­ლიც 24 წლის გახდლათ. მე­დი­ა­ში ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ გარ­დაც­ვლი­ლე­ბი სექ­ტის წევ­რე­ბი იყ­ვნენ.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტეტ­მა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა და ქა­ლე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბი დგინ­დე­ბა. საქ­მის მა­სა­ლებ­ში ნაც­ნო­ბი წყა­რო ამ­ბობს, რომ უმ­ცრო­სი დები ყვე­ლა­ფერ­ში ემორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ უფ­როს დას. გა­ნათ­ლე­ბა ყვე­ლა მათ­განს ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, მაგ­რამ არ მუ­შა­ობ­დნენ.

“სახ­ლში არ შე­მიშ­ვეს რო­დე­საც საჭ­მე­ლი და ფული მი­ვი­ტა­ნე. და­ვი­ნა­ხე, რომ ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი წო­ნა­ში იკ­ლებ­დნენ, მაგ­რამ ოლ­გას გარ­და არა­ვის უს­მენ­დნენ. მათ უმ­ცრო­სი ძმის სა­ხე­ლის გა­გო­ნე­ბაც კი არ სურ­დათ, რო­მე­ლიც მათ­თან ცხოვ­რობ­და. სახ­ლი­დან გა­აგ­დეს“, – ჰყვე­ბა გარ­დაც­ვლი­ლე­ბის დედა რუ­სულ მე­დი­ას­თან.

რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბამ გა­არ­კვია, ისი­ნი ჰო­მე­ო­პა­თე­ბი იყ­ვნენ: არ იღებ­დნენ წამ­ლებს და უარს ამ­ბობ­დნენ თა­ნა­მედ­რო­ვე მკურ­ნა­ლო­ბა­ზე. ოჯახს შვი­დი შვი­ლი ჰყავ­და. მამა სა­სუ­ლი­ე­რო პირი იყო და ორი წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. მის გზას გაჰ­ყვა ორი ვა­ჟიც. რაც შე­ე­ხე­ბა გარ­დაც­ვლი­ლებს ოლგა 35 წლის იყო, ქსე­ნია 29 წლის, პა­რას­კე­ვა კი 19-ის.