ილინოისში მცხოვრებმა 42 წლის მოჰამედ ალმარუმ ქალიშვილი, 17 წლის მია მარო ცემაში მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თავდაპირველად მოჰამედმა მიას, რომელიც კოლეჯს ამთავრდებდა, გამოსაშვებ საღამოზე წასვლის ნება დართო, თუმცა შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა. პოლიციის ფაილების მიხედვით, მიზეზი ის იყო, რომ მოჰამედი ქალიშვილს არ ენდობოდა.
მოჰამედის დებმა გოგონას უსიცოცხლო სხეული საბანში გადახვეული იპოვეს.
სასამართლოს დოკუმენტებში ნათქვამია, რომ 17 წლის მიას მკლავზე, ფეხებზე, ტერფებზე, თავისა და კისრის მიდამოებში დაზიანებები და სისხლჩაქცევები აღენიშნებოდა.
42 წლის მოჰამედ ალმარუ პოლიციამ დააპატიმრა.