იტალიელ სპორტსმენს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე მდინარე სენაში საქორწილო ბეჭედი ჩაუვარდა – ნახეთ, რა შესთავაზა მან მეუღლეს

იტალიელმა სიმაღლეზე მხტომელმა ჯანმარკო ტამბერიმ ბოდიში მოუხადა მეუღლეს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საქორწინო ბეჭდის დაკარგვის გამო. როგორც გაირკვა, 32 წლის მსოფლიო ჩემპიონი იტალიის დროშას აფრიალებდა ნავზე, რომლითაც სპორტსმენები მდინარე სენაზე გადაჰყავდათ, მას მოულოდნელად ბეჭედი თითიდან ჩამოუცურდა. ამბავს სტატია მიუძღვნა BBC-მ.

„ბოდიში ჩემო სიყვარულო, ძალიან ვწუხვარ”, – დაწერს სპორტსმენმა ინსტაგრამზე მეუღლის, კიარა ბონტემპი ტამბერისადმი მიძღვნილ პოსტში.

.„ბეჭდის დასაკარგად უკეთეს ადგილს ვერც წარმოვიდგენდი“, – წერს ის და ამტკიცებს, რომ ბეჭედი ახლა „სამუდამოდ დარჩება სიყვარულის ქალაქის მდინარის კალაპოტში“.

ჯანმარკომ მეუღლეს შესთავაზა მისი ბეჭედიც მდინარეში ჩაეგდოთ. „მაშინ ისინი სამუდამოდ ერთად იქნებიან და ჩვენ კიდევ ერთი საბაბი გვექნება, რომ განვაახლოთ ჩვენი აღთქმა და კვლავ დავქორწინდეთ”, – ამბობს იტალიელი,წყვილი 2022 წლის სექტემბერში დაქორწინდა.