ძლიერმა წვიმამ და ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.
განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სოფელ ჭიაურსა და წითელგორში, სადაც ათობით საცხოვრებელი სახლია დატბორილი და გადახდილია სახურავები.
დააზიანებულია სასოფლო- სამეურნეო სავარგულები და სათბურები, ქარის შედეგად წაიქცა მრავალწლოვანი ხეები.
ძლიერმა ქარმა წააქცია ელექტრო- გადამცემი ხაზები, შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება.
ამ დროისათვის დატბორილ სახლებში, სახანძრო- სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.
ჯერჯერობით, სტიქიით მიყენებული ზიანის ოდენობა უცნობია, ზარალის დამთვლელ კომისია ადგილზე ეცნობა ვითარებას.
მიმდინარე წლის განმავლობაში, ძლიერმა სტიქიამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი უკვე მეოთხედ დააზარალა.